Google+

რელიზები

11.04.2006
საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ჩინეთის პრეზიდენტს ჰუ ძინ ტაუს შეხვდა

საქართველოს პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის პირველი ოფიციალური ვიზიტი პეკინში გრძელდება. დღეს დილით მთავრობის სასახლეში ოფიციალური სტუმრის დახვედრის საზეიმო ცერემონია გაიმართა, რის შემდეგაც მიხეილ სააკაშვილი ჩინეთის რესპუბლიკის კომუნისტური პარტიის ლიდერს, ქვეყნის პრეზიდენტს ჰუ ძინ ტაუს შეხვდა.

პრეზიდენტებმა ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობისა და მეგობრობის დეკლარაციას მოაწერეს ხელი. საქართველომ ჩინეთისაგან 2 მილიონი დოლარი საჩუქრად მიიღო. გაფორმდა ხელშეკრულება სავაჭრო პალატებს შორისაც. ქართულ მხარეს იმედი აქვს, რომ საქართველოში ჩინური ინევესტიციები ჩაიდება. ჩინეთსა და საქართველოს შორის კულტურული თანამშრომლობაც გაფორმდა.


საქართველოს პრეზიდენტის
ადმინისტრაციის მასმედიასთან და
საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური




ბმულის ელ-ფოსტაზე გადაგზავნა
ელფოსტა*
დამცავი კოდი* Verification Code
 
2013 (11)
2012 (12)
2011 (12)
2010 (12)
2009 (12)
2008 (12)
2007 (12)
2006 (12)
2005 (11)