Google+

რელიზები

17.04.2006
საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი იუსტიციის მინისტრს შეხვდა

დღეს საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი იუსტიციის მინისტრს გია ქავთარაძეს შეხვდა, რომლისგანაც საქართველოს პასპორტებთან დაკავშირებით, ახალი ინფორმაცია მიიღო. კერძოდ ცნობილი გახდა, რომ საქართველოს ნებისმიერ მოქალაქეს შეუძლია რამდენიმე პასპორტი ჰქონდეს, ხოლო მისი აღება ქვეყნის ნებისმიერ რაიონში იქნება შესაძლებელი. პასპორტის გაცემის ვადა დიფერენცირებული გადასახადის მიხედვით განისაზღვრება, მისი ფურცლების რაოდენობა გაიზრდება და 48 გვერდს შეადგენს. მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა, რომ ეს ძალზე მნიშვნელოვანია, რადგან ამჟამად ხალხი უფრო ბევრს მოგზაურობს ვიდრე მანამდე.

"აქამდე იმისათვის, რომ პასპორტი ვადაზე ადრე მიგეღო, ქრთამი უნდა გადაგეხადა. ეხლა კი ბევრად უფრო ნაკლები თანხის (ოფიციალური გადასახადის) საფასურად, პასპორტის აღება შენთვის სასურველ ვადაშია შესაძლებელი. ამჟამად ხალხი ბევრად მეტს მოგზაურობს. ჩვენ უვიზო რეჟიმი გვაქვს თურქეთთან, მოსახლეობა გადადის აზერბაიჯანსა და სომხეთში, ასევე რუსეთში და ძალზე მნიშვნელოვანია, რომ, ამიერიდან, პასპორტში 48 გვერდი იქნება. ეს აღარ არის საბჭოთა დრო, როდესაც საზღვარგარეთ წასვლა ადამიანს წელიწადში მხოლოდ ორჯერ შეეძლო. შესაძლოა, აჭარაში წასულ ადამიანს თურქეთის ტერიტორიაზე გადასვლა რამდენჯერმე მოუხდეს. ამიტომ ჩვენი ამოცანაა, რომ პასპორტის მოცულობა იყოს დიდი, ადამიანს მისი აღება შეეძლოს არა მარტო რეგისტრაციის ადგილის მიხედვით, არამედ ქვეყნის ნებისმიერ რეგიონში, რადგან ეს ერთი ქვეყანა და ერთი ტერიტორიაა ერთიანი წესებით. ეს წესები კი მორგებული უნდა იყოს იმაზე, რომ ადამიანს ცხოვრება გაუადვილდეს და გაუმარტივდეს ", - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.


საქართველოს პრეზიდენტის
ადმინისტრაციის მასმედიასთან და
საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური




ბმულის ელ-ფოსტაზე გადაგზავნა
ელფოსტა*
დამცავი კოდი* Verification Code
 
2013 (11)
2012 (12)
2011 (12)
2010 (12)
2009 (12)
2008 (12)
2007 (12)
2006 (12)
2005 (11)