Google+

რელიზები

16.05.2006
საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ნორჩი გამომგონებლები დააჯილდოვა

დღეს საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სასტუმრო "თბილისი-მერიოტში" იმყოფებოდა, სადაც 60-მდე ახალგაზრდას საკუთარი გამოგონებები ჰქონდა გამოფენილი. პრეზიდენტმა ნორჩი გამომგონებლები დააჯილდოვა და მათ სიტყვით მიმართა. კერძოდ, მან განაცხადა, რომ ამ თაობას საკმაოდ მძიმე წლებში მოუწია ჩამოყალიბება, თუმცა მას ღირსებისა და პატრიოტიზმის განსაკუთრებული განცდა აქვს.

"მე ძალზე ნიჭიერი ხალხით დასახლებული ქვეყნის პრეზიდენტობა მარგუნა ბედმა და ეს ჩემთვის დიდი პატივია", - აღნიშნა მიხეილ სააკაშვილმა.


საქართველოს პრეზიდენტის
ადმინისტრაციის მასმედიასთან და
საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური




ბმულის ელ-ფოსტაზე გადაგზავნა
ელფოსტა*
დამცავი კოდი* Verification Code
 
2013 (11)
2012 (12)
2011 (12)
2010 (12)
2009 (12)
2008 (12)
2007 (12)
2006 (12)
2005 (11)