Google+

რელიზები

25.05.2006
საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა 71-ე უფასო სასადილო გახსნა

დღეს საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა 71-ე უფასო სასადილო დიდუბე ჩუღურეთის რაიონში გახსნა. იგი მოხუცებს გაესაუბრა და მათთან ერთად ისადილა. მიხეილ სააკაშვილმა მზრუნველობამოკლებულ ადამიანებს დახმარება მომავალშიც აღუთქვა და განაცხადა, რომ სექტემბრიდან თბილისის მთავრობა მათ მედიკამენტებითაც მოამარაგებს და სამედიცინო დაზღვევითაც უზრუნველყოფს.

"ქალაქის ხელისუფლებას აქვს იმის საშუალება, რომ აუცილებლობის შემთხვევაში თითოეული თქვენგანი დამატებითი მედიკამენტებით მოამარაგოს და სადაზღვევო პოლისებით უზრუნველყოს; მიუხედავად იმისა, რომ თბილისში დენის ტარიფი უმნიშვნელოდ იმატებს, ვისაც ეს ესაჭიროება, ელექტროენერგიის კონპენსაციასაც მიიღებს. საერთოდ, რისი გაკეთებაც შეგვიძლია მაქსიმალურად გავაკეთებთ", - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

უფასო სასადილო ყოველდღიურად, დაახლოებით,100 ადამიანს მოემსახურება.


საქართველოს პრეზიდენტის
ადმინისტრაციის მასმედიასთან და
საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური




ბმულის ელ-ფოსტაზე გადაგზავნა
ელფოსტა*
დამცავი კოდი* Verification Code
 
2013 (11)
2012 (12)
2011 (12)
2010 (12)
2009 (12)
2008 (12)
2007 (12)
2006 (12)
2005 (11)