Google+

რელიზები

30.07.2006
საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა კოდორის ხეობაში სპეც-ოპერაციისას დაჭრილი მეომრები ორდენებით დააჯილდოვა

დღეს საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი შინაგან საქმეთა მინისტრთან ერთად ქუთაისში ჩავიდა და ინტერვენციულ ცენტრში კოდორის ხეობაში სპეც-ოპერაციისას დაჭრილი მეომრები მოინახულა. მიხეილ სააკაშვილმა პოლიციელებს - ვალერი მუჯირიშვილსა და მიხეილ ქორქიაშვილს გორგასლის მეორე ხარისხის ორდენები გადასცა. დაჭრილებმა საქართველოს პრეზიდენტს ხეობაში მომხდარი შეტაკების შესახებ უამბეს. მიხეილ სააკაშვილმა ღირსების ორდენები იმ სამედიცინო ბრიგადის წევრებსაც გადასცა, რომლებმაც დაჭრილები კოდორის ხეობიდან ჩამოიყვანეს.


საქართველოს პრეზიდენტის
ადმინისტრაციის მასმედიასთან და
საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური




ბმულის ელ-ფოსტაზე გადაგზავნა
ელფოსტა*
დამცავი კოდი* Verification Code
 
2013 (11)
2012 (12)
2011 (12)
2010 (12)
2009 (12)
2008 (12)
2007 (12)
2006 (12)
2005 (11)