Google+

რელიზები

24.09.2006
საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა რიყეზე ყურძნის დაწურვის პროცესში მონაწილეობა მიიღო

დღეს საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა რიყეზე ევროპის მოედანზე სამოცდაათი ტონა ყურძნის დაწურვის პროცესში მონაწილეობა თავად მიიღო. ყურძნის დაწურვამდე საქართველოს პრეზიდენტი სიტყვით გამოვიდა და ქართველ მოჭიდავეებს მსოფლიო ჩემპიონატზე მოპოვებული გამარჯვება მიულოცა.

'მე ახლა დავბრუნდი ნიუ-იორკიდან, ესენი კი პარიზიდან დაბრუნდნენ. ნიუ-იორკში არავის რომ არ ეგონა, ისე გავედით ნატო-ში გაწევრიანების ნახევარფინალში, ამ ბიჭებს რაც შეეხებათ, არავის ეგონა, რომ მეოთხედფინალს გაცდებოდნენ, ფინალშიც გავიდნენ რუსეთის ნაკრებს მოუგეს და მსოფლიო ჩემპიონის ტიტულიც მოიპოვეს. ცნობისთვის, ეგ ნაკრები ნატო-შიც გვიქმნიდა და ჯერ კიდევ გვიქმნის პრობლემებს' - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა, რის შემდეგაც მთავრობის წევრები სპორტსმენებთან ერთად საწნახელში ჩავიდნენ.


საქართველოს პრეზიდენტის
ადმინისტრაციის მასმედიასთან და
საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური




ბმულის ელ-ფოსტაზე გადაგზავნა
ელფოსტა*
დამცავი კოდი* Verification Code
 
2013 (11)
2012 (12)
2011 (12)
2010 (12)
2009 (12)
2008 (12)
2007 (12)
2006 (12)
2005 (11)