Google+

რელიზები

13.12.2006
საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი აჭარასა და ქუთაისს ეწვია

საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი წყალტუბოს რაიონის სოფელ ტყაჩირში USAID-ის პროექტის AgVANTAGE-ის მიერ აშენებულ იმ ქარხანას ეწვია, სადაც მწვანილს საზღვარგარეთ გასაგზავნად აფასოებენ. პრეზიდენტის თქმით, რუსეთის ემბარგოს დაწესებამდე, პროდუქციის 85 პროცენტი მოსკოვის ბაზრებში იყიდებოდა. მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, ემბარგოს საპასუხოდ, ამიერიდან ქართული მწვანილი საექსპორტოდ უკრაინასა და პოლონეთში გავა. "ჩვენმა ტრადიციულმა მომხმარებელმა ქართული მწვანილის მიღების საშუალება დაკარგა, სანაცვლოდ მას ევროპაში ახალი ბაზარი გამოუჩნდა. ამიერიდან ქართული მწვანილით ევროპას მოვამარაგებთ. მსოფლიოში მწვანილი ბევრია, მაგრამ ასეთი მწვანილი, როგორიც იმერეთში მოდის, არსად არ არის. ჩვენ თუ ერთხელ გავუგეთ გემო ევროპულ ბაზარს, ხოლო ევროპელებმა გემო გაუგეს ქართულ მწვანილს, ეჭვი მეპარება, რომ რომელიმე სხვა ბაზრისათვის მწვანილი გასაგზავნი დაგვრჩეს "- განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა. საქართველოს პრეზიდენტი სოფელ ტყაშირიდან ქუთაისში გაემგზავრა, სადაც პროკრედიტ ბანკის ფილიალის ახალი შენობის გახსნას დაესწრო. "რუსეთის ემბარგოს გამო ყველა მოელოდა, რომ წელს ჩვენი საკრედიტო რეიტინგი გაუარესდებოდა. ამისათვის ყველაფერი გაკეთდა. იმის გამო, რომ ჩვენ რეფორმები გავატარეთ, ვებრძვით კორუფციას, საქართველომ დადებითი საკრედიტო რეიტინგი შეინარჩუნა, რაც შემდგომი დაფინანსების დაპირებაა" - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

დღესვე საქართველოს პრეზიდენტმა ქობულეთში ხილის გადამამუშავებელი საწარმო - "ქართული პროდუქტი" გახსნა. „ჩვენ შარშან ხალხს ორი დიდი გადამამუშავებელი ქარხნის გახსნას დავპირდით, დაპირება შესრულებულია. ეს არის საქართველოს ეკონომიკის პასუხი დახრჩობის მცდელობაზე. დასრულდა ის დრო, როდესაც რუსეთის საზღვარზე სოფლის მეურნეობის პროდუქტს მანქანებით ვტვირთავდით. ყველას ვურჩევ - ამიერიდან, ქობულეთის მანდარინის და ლიმნის წვენი მიირთვას, იმიტომ რომ მართლაც კარგია." - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა


საქართველოს პრეზიდენტის
ადმინისტრაციის მასმედიასთან და
საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური




ბმულის ელ-ფოსტაზე გადაგზავნა
ელფოსტა*
დამცავი კოდი* Verification Code
 
2013 (11)
2012 (12)
2011 (12)
2010 (12)
2009 (12)
2008 (12)
2007 (12)
2006 (12)
2005 (11)