Google+

რელიზები

17.04.2013
საქართველოს პრეზიდენტმა ახალქალაქისა და  კუმურდოს ეპარქიის წინამძღვარი  ბრწყინვალების საპრეზიდენტო ორდენით დააჯილდოვა

საქართველოს პრეზიდენტი დღეს ახალქალაქისა და  კუმურდოს ეპარქიას ესტუმრა. მიხეილ სააკაშვილმა ეპარქიის წინამძღვარი, მიტროპოლიტი ნიკოლოზი ჯავახეთის რეგიონში გაწეული ღვაწლისთვის ბრწყინვალების საპრეზიდენტო ორდენით დააჯილდოვა. ქვეყნის პირველმა პირმა ტაძრში შეკრებილ მრევლსაც მიმართა და მათთან მეუფე ნიკოლოზის დამსახურებებზე ისაუბრა. მიხეილ სააკაშვილმა ყურადღება მის საგანმანათლებლო და სასულიერო მოღვაწეობის შესახებ გაამახვილა. როგორც პრეზიდენტმა განაცხადა, მეუფე ნიკოლოზმა დიდი წვლილი შეიტანა სხვადასხვა ეთნიკური ჯუფის წარმომადგენელთა დაახლოების საქმეში.

„მეუფე აქ, უპირველეს ყოვლისა, დაკავებულია საგანმანათლებლო საქმიანობით, სულიერების გაძლიერებით, სხვადასხვა ეთნიკურ ჯგუფებს შორის მეგობრობის განმტკიცებით. მას დიდი ამაგი მიუძღვის ძალიან ბევრი ადგილობრივი ეთნიკურად ქართველი და ეთნიკურად სომეხი მოსახლეობის წინაშე. მთელი ამ პერიოდის განმავლობაში მეუფე სწორედ ძმობას, მეგობრობას, ყველა ეთნიკური ჯგუფის თანასწორობას ქადაგებს. ქადაგებს იმას, რომ საქართველო ყველას ერთნაირად ეკუთვნის. საქართველო ნამდვილად არის ქვეყანა, სადაც ყველა ეთნიკური ჯგუფის წარმომადგენელი და ზოგადად ყველა ადამიანი თანაბრად და კარგად იცხოვრებს. რომ არა თქვენი და იმ ქართველი მოღვაწეების იდეალიზმი, რომლებიც აქ არიან და მოღვაწეობენ აქაურ  სკოლებსა თუ სხვა დაწესებულებებში, ძალიან რთული იქნებოდა წინა წლებში ვითარების  უკეთესობისკენ შეცვლა. ჩვენ ეს ყველამ ერთად მოვახერხეთ, ეს მოახერხეთ თქვენ! თქვენ მაშინაც იყავით აქ, როდესაც სახელმწიფო ინსტიტუტები ძალიან სუსტი იყო და, პრაქტიკულად, ამ სახელმწიფო ინსტიტუტების მუშაობა ჩაანაცვლეთ. მინდა ქართული სახელმწიფოს სახელით, გადმოგცეთ ბრწყინვალების საპრეზიდენტო ორდენი და კიდევ ერთხელ მადლობა გადაგიხადოთ ამაგისთვის“, - განაცახადა საქართველოს პრეზიდენტმა.



ბმულის ელ-ფოსტაზე გადაგზავნა
ელფოსტა*
დამცავი კოდი* Verification Code
 
2013 (11)
2012 (12)
2011 (12)
2010 (12)
2009 (12)
2008 (12)
2007 (12)
2006 (12)
2005 (11)