რელიზები
06.04.2013
საქართველოს პრეზიდენტი სამუშაო ვიზიტით თურქეთში გაემგზავრა
საქართველოს პრეზიდენტი 6-8 აპრილს სამუშაო ვიზიტით თურქეთის რესპუბლიკას ეწვევა. მიხეილ სააკაშვილი შეხვედრებს გამართავს თურქ კოლეგასთან აბდულა გიულთან და პრემიერ-მინისტრ რეჯეფ თაიფ ერდოღანთან. პრემიერ-მინისტრი ერდოღანი საქართველოს პირველ პირს დოლმაბაღჩას სასახლეში უმასპინძლებს. თურქეთის პრეზიდენტთან შეხვედრა ჩანკაიას საპრეზიდენტო სასახლეში გაიმართება.
ვიზიტის ფარგლებში საქართველოს პრეზიდენტი ეთნიკურად ქართული წარმოშობის თურქ მოქალაქეებსაც შეხვდება.