Google+

რელიზები

21.02.2007
საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი მთავრობის სხდომას დაესწრო

მოგესალმებით!

ის საკითხები, რომლებიც დღეს თქვენთან ერთად მსურს განვიხილო, მოქალაქების მომსახურების კუთხით ჩვენი უწყებების ეფექტურობას ეხება.

საქართველომ მიაღწია იმას, რომ მსოფლიო ბანკმა ის ნომერ პირველ რეფორმატორად გამოაცხადა.

საქართველოში აღარ არსებობს ინსტიტუციონალური კორუფცია, თუმცა ჩვენ ამას მაინც ვებრძვით. საზოგადოება შეეჩვია იმას, რომ ამ საკითხთან დაკავშირებით შეურიგებლები ვართ.

თუ ჩვენ თავისუფალ ეკონომიკას ვაშენებთ და მაშტაბური ინვესტიციების მოზიდვა გვსურს, საბაჟო, საგადასახადო და საფინანსო უწყებები მოქალაქეებზე ორიენტირებული უნდა გავხადოთ.

მოქალაქეები თქვენს უწყებაში გულითად მომსახურეობას ელიან. იანვრის თვე საგადასახადო და საბაჟო უწყებაში გადასახადების ამოღების კუთხით რეკორდული იყო.

ჩვენთვის არანაკლებად მნიშვნელოვანია სხვა კრიტერიუმებიც - თუ რამდენად სწარფად ხორციელდება ხალხის მომსახურება, რამდენად გამარტივებული და გასაგები პროცედურებია, რამდენად კომფორტულია კეთილსინდისიერად გადამხდელი მეწარმისათვის საგადასახადო სტრტქურასთან ურთიერთობა.

მე ვიყავი დუბაიში, რომელიც ჩემთვის სწრაფი განვითარების მაგალითია.

თქვენ იცით, რომ საბაჟო და საგადასახადო უწყებებში მთელი რიგი გულგრილობის შემთხვევებია. უმრავლეს შემთხვევაში ერთმანეთზე გადაბრალების გამო, რთულდება პროცედურები, რის გამოც მეწარმე ზარალდება.

ჩვენ გავამარტივეთ პროცედურები, საგადასახადო ტარიფები ნულზე დავწიეთ, კონტრაბანდისაგან ბაზარი დავიცავით, ეს იმის ხარჯზე, რომ კეთილსინდისიერ მოქალაქეებისათვის საქმე შეგვემსუბუქებინა.

ჩვენ დაგვავიწყდა, რომ საჭიროა თანამშრომლების გადამზადება, ტესტირება, ატესტაცია.

მეორე საკითხი, რომელიც მე და პრემიერს ძალიან გვაწუხებს, თავის დროზე ვერ მოვაგვარეთ, ეს მაშინ მოხდა, როცა პარლამენტი ბევრი სხვა მნიშვნელოვანი საკითხით იყო დაკავებული. და რაღაც სახით, პარლამენტში მარეგულირებელი და სატრანსპორტო მარეგულირებლების კანონპროეტის გასვლა მოხდა. ეს არის თავიდან ბოლომდე კორუმპირებული კანონი, სამწუხაროდ ჩვენ ამას ყურადღება ვერ მივაქციეთ. შეიქმნა ასეთი „წურბელა", რომლის სახელიც საქართველოს ტრანსპორტის მარეგულირებული კომისიაა, მისი ფუნქციაა თითოეულ მგზავრს, რომელიც საქართველოში დაფრინავს, საზღვაო გზით და რკინიგზით შემოდის, გადაახდევინოს მეტი თანხა - კერძოდ, ყოველ გადაყვანილ მგზავრზე ხუთი აშშ დოლარი, ყოველ საავტომობილო ნებართვაზე სამოცი ლარი, გემთშესვლაზე 100 აშშ დოლარი, თვითმფრინავის აფრენაზე დამატებითი გადასახადი, რისი გადახდაც მგზავრების ჯიბიდან ხდება.

გამოდის, რომ ამ 217 „წურბელას" ფული უნდა გადაუხადონ. ესენი არიან ადამიანები, რომლებიც საქართველოს მოქალაქეების ხარჯზე საკუთარ კეთილდღეობაზე ფიქრობენ. კომისიის სამდივნო 8 საშტატო თანამშრომელი, ადმინისტრაციული სამსახური 26 საშტატო თანამშრომელი, იურიდიული სამსახური 8 საშტატო თანამშრომელი, საერთაშორისო ურთიერთობის სამსახური 12 ერთეული.

ცოტა ხნის წინ, ამ სამსახურმა ერთ-ერთ ავიაკომპანიას უარი უთხრა თბილისი-დნეპროპეტროვსკი-ოდესის მიმართულებით რეისების დაწყებაზე, იქ უამრავი ჩვენი თანამემამულეა. ავიაკომპანიებს შორის ქურდული შეთანხება არსებობს, რათა ბილეთის ფასი დაბლა არ ჩამოვიდეს. ამ ქურდული შეთანხმების მთავარი ქურდი - ჩვენი სახელმწიფო უწყებაა. ეს საყვედური ყველას ეკუთვნის.

მგზავრისათვის ბილეთის ფასის გაიაფების ნაცვლად, ეს უწყება ჩეხეთთან და ჩინეთთან ხელს აწერს ხელშეკრულებას, რის საფუძველზეც ადამიანებს იძულებულს ხდის იმაზე მეტი გადაიხადონ, ვიდრე დღეს იხდიან.

ეს უწყება ეხება ყველაფერს, ისინი სამარშრუტო ტაქსების რეგულირებაში ჩაერივნენ. გადაწყვიტეს, რკინიგზის ტრანსპორტს წილში ჩაუჯდნენ, თავისით წყვეტენ ყველაფერს და ხალხს კისერზე ასხედან.

ჩვენ ვიმოქმედებთ შემდეგნაირად, დღეს 6 საათამდე ყველა თანამშრომელი დაცლის კაბინეტს.

ეკონომიკის სამინისტროს ვავალებთ - ამ უწყებას დიდი ბოქლომი დაადოს, ხოლო თანამშრომლები გადაანაწილოს.

დღესვე, ჩემი სიტყვიერი განკარგულებით, პარლამენტში შევა კანონპროექტი, რომელიც იმედია, შემდეგ კვირაში კანონთან შესაბამისობაში მოვა.

ამ „პარაზიტების" მიერ ყოველგვარი დამატებითი გადასახადების ამოღება უნდა შეწყდეს. საზოგადოება დაცული უნდა იყოს სპეციალური ინტერესებისაგან.

ჩვენ ასევე სამეთვალყურეო კომისიებს უნდა გადავხედოთ, ასეთი კომისიების თანამშრომლები ხელფასს 3-5 ათასი ლარის ოდენობით იღებენ, ეს ადამიანები სამსახურში ხელფასების აღების დღეს ცხადდებიან. ეს იმ დროს ხდება, როცა პედაგოგებს ძლივს ვუზრდით ხელფასებს.

რაც შეეხება საბაჟოს, ჩვენ ძველი მთავრობისგან განსხვავებით, მყისიერად უნდა ვიმოქმედოთ. რადგან ჩვენ ქვეყანას ინვესტიციების მოზიდვის კუთხით, ბევრი კონკურენტი ჰყავს. საქართველო პრიორიტეტულია იმით, რომ არაკორუმპირებული ქვეყანაა, მაგრამ ის სწრაფად განვითარებადი ქვეყანა უნდა გახდეს


საქართველოს პრეზიდენტის
ადმინისტრაციის პრესსამსახური




ბმულის ელ-ფოსტაზე გადაგზავნა
ელფოსტა*
დამცავი კოდი* Verification Code
 
2013 (11)
2012 (12)
2011 (12)
2010 (12)
2009 (12)
2008 (12)
2007 (12)
2006 (12)
2005 (11)