Google+

რელიზები

07.03.2007
საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი იაპონიაში ჩავიდა

დღეს საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი იაპონიაში ჩავიდა და სამდღიანი ოფიციალური ვიზიტი, მან ლეგენდარული იაპონელ ძიუდისტებთან შეხვედრით დაიწყო. საქართველოს პრეზიდენტი მსოფლიოში ყველაზე სახელგანთქმულ და დაუმარცხებელ იაპონელ ძიუდოისტებს იასუხირო იამაშიტოსა და ანტონიო ინოკის შეხვდა, რომლებიც მიხეილ სააკაშვილმა საქართველოში დაპატიჟა. ქართულ დელეგაციაში ვეტერანი ქართველი ძიუდოისტი შოთა ჩოჩიშვილიც იმყოფება, რომლის სახელსაც იასუხირო იამაშიტომ საკუთარ ვაჟს დაარქვა. 15 წლიანი პაუზის შემდეგ შოთა ჩოჩიშვილი იაპონელ მეტოქე ანტონიო ინოკისაც შეხვდა, რომელიც მან 1992 წელს დაამარცხა. ანტონიო ინოკი ამერიკის შეერთებული შტატებიდან საგანგებოდ ამ შეხვედრისთვის ჩამოვიდა.

"იაპონიის ეროვნულ ლეგენდებთან შეხვედრა ჩვენი ვიზიტის საუკეთესო დასაწყისია. შოთა ჩოჩიშვილი ჩვენთვის საამაყო ადამიანია, იგი ჩვენი სპორტსმენებისა და ჩემპიონების ლეგენდარული წარმომადგენელია. ასევე ლეგენდარულია თქვენს შორის ურთიერთობა", - განუცხადა შეხვედრისას საქართველოს პრეზიდენტმა ანტონიო ინოკისა და იასუხირო იამაშიტოს.

საქართველოს პრეზიდენტის ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია ოფიციალური შეხვედრები, მათ შორის იაპონიის პრემიერ-მინისტრთან.

მიხეილ სააკაშვილი სამშობლოში 11 მარტს დაბრუნდება.


საქართველოს პრეზიდენტის
ადმინისტრაციის პრესსამსახური




ბმულის ელ-ფოსტაზე გადაგზავნა
ელფოსტა*
დამცავი კოდი* Verification Code
 
2013 (11)
2012 (12)
2011 (12)
2010 (12)
2009 (12)
2008 (12)
2007 (12)
2006 (12)
2005 (11)