Google+

რელიზები

30.08.2007
საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა მინისტრთა კაბინეტში განხორციელებულ საკადრო ცვლილებებთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა

ქურთაში მყოფი საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ქვეყნის მინისტრთა კაბინეტში განხორციელებულ საკადრო ცვლილებებს გამოეხმაურა და ეს ფაქტი განახლების აუცილებლობით ახსნა.

საქართველოს პრეზიდენტის განცხადებით, საქართველოს მთავრობა ერთიანი და სტაბილური გუნდია, რომელიც შედეგზეა ორიენტირებული და ამ გუდის ყველა წევრი მუშაობის შედეგების მიხედვით წახალისდება ან დაისჯება.

მიხეილ სააკაშვილის თქმით, მთავრობის ყველა წევრის მუშაობაზე მუდმივი კონტროლი ხორციელდება და კონკრეტული პირების წარმატებებისა თუ ნაკლებ ეფექტური მუშაობის მიხედვით საკადრო გადაადგილებები კვლავაც გაგრძელდება.

„საქართველოს მთავრობა არის ერთიანი, სტაბილური გუნდი, რომელიც ერთი ხმით საუბრობს, ახორციელებს ერთ პოლიტიკას, ამიტომ არის საქართველო წარმატებული. ეს არის რეზულტატზე ორიენტირებული გუნდი"- განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.


საქართველოს პრეზიდენტის
ადმინისტრაციის პრესსამსახური




ბმულის ელ-ფოსტაზე გადაგზავნა
ელფოსტა*
დამცავი კოდი* Verification Code
 
2013 (11)
2012 (12)
2011 (12)
2010 (12)
2009 (12)
2008 (12)
2007 (12)
2006 (12)
2005 (11)