Google+

რელიზები

11.09.2007
საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა კაჭრეთში სასწავლო ცენტრი გახსნა

დღეს საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი თელავს ესტუმრა, სადაც თანამედროვე სტანდარტების მქონე ჩოგბურთის კორტები გახსნა.

"ვფიქრობ, თელავი მართლაც შეიძლება გარდაიქმნას საუკეთესო კლასის ევროპულ ქალაქად. ის დიდი ტრადიციებისა და კულტურის მქონე ქალაქია, სადაც ძალიან კარგი ხალხი ცხოვრობს. როდესაც ჩოგბურთის კორტს აშენებდნენ, რამდენიმე ადგილობრივმა მცხოვრებმა მშენებლებს საკუთარი სახლების შესაღებად ფული მისცა. მათ მიაჩნიათ, რომ ასეთი ლამაზი კორტების მგვერდით მახინჯი სახლები არ უნდა იყოს. აი, ეს არის ნამდვილი საზოგადოება. კახეთს ჩვენ, ყველა ერთად საუკეთესო მხარედ ვაქცევთ და არქიტექტურისა და კულტურის იმ შედევრის სახეს დავუბრუნებთ, რომლის პოტენციალიც აქ რეალურად არის. აქაურ მოსახლეობას ცხოვრების საუკეთესო პირობები უნდა ჰქონდეს - საქართველოს მასშტაბით ყველაზე კარგი საცურაო კომპლექსი შენდება, კეთდება კარგი სტადიონი და ქალაქის ცენტრი უმაღლეს, ევროპულ დონეზე იქნება გაკეთებული. თელავში ძალიან ბევრი ტურისტი ჩამოვა, მაგრამ აქ ცხოვრება, უპირველესად, ჩვენ გვესიამოვნება", - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.

თელავში ჩასვლამდე მიხეილ სააკაშვილი დაბა კაჭრეთში იმყოფებოდა, სადაც პროფესიული სწავლების ცენტრი გახსნა. ცენტრი წელიწადში 400-მდე სტუდენტს სოფლის მეურნეობის, პურ-პროდუქტების წარმოების, ხის დამუშავებისა და ავტომანქანების შეკეთების განხრით მოამზადებს. სწავლის მსურველებს 9 კლასის განათლება მოეთხოვებათ. სწავლებას მთლიანად სახელმწიფო დააფინანსებს. პრეზიდენტმა სასწავლო ცენტრის ახლად გარემონტებული მარანი, სპორტული დარბაზი და კომპიუტერული ცენტრიც მოინახულა.


საქართველოს პრეზიდენტის
ადმინისტრაციის პრესსამსახური




ბმულის ელ-ფოსტაზე გადაგზავნა
ელფოსტა*
დამცავი კოდი* Verification Code
 
2013 (11)
2012 (12)
2011 (12)
2010 (12)
2009 (12)
2008 (12)
2007 (12)
2006 (12)
2005 (11)