Google+

რელიზები

12.09.2007
საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სამცხე-ჯავახეთს სტუმრობდა

დღეს საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სამცხე-ჯავახეთს ეწვია. ბაკურიანში მან ახლად გარემონტებული პოლიციის შენობა და განახლებული კინო-თეატრი გახსნა. ბაკურიანიდან ბორჯომში მიმავალი საქართველოს პრეზიდენტი ორი საკურორტო ზონის დამაკავშირებელი გზის აღდგენითი სამუშაოების მიმდინარეობითაც დაინტერესდა.

მიხეილ სააკაშვილი ბორჯომის პარკსაც ესტუმრა, სადაც ახლადგახსნილი საცურაო კომპლექსი მოინახულა და იქ შეკრებილ მოსახლეობას გაესაუბრა. მიხეილ სააკაშვილმა აღნიშნა, რომ 20 წლის წინათ ეს "დაჭაობებული ორმო" იყო და აუზის აღდგენა ყველას, პრაქტიკულად, შეუძლებლად მიაჩნდა. პრეზიდენტმა ყურადღება იმ ფაქტზეც გაამახვილა, რომ ედუარდ შევარდნაძის პრეზიდენტობის დროს, ბორჯომის პარკი "მის ერთგულ ვასალებს მიწის ნაკვეთებად დაურიგეს".

"ის ხელისუფლება ერთი წელიც რომ დარჩენილიყო, ამ პარკის ნაცვლად ბორჯომში ბევრი, უგემოვნო, მაღალი სახლი აშენდებოდა, როგორც ეს თბილისში საირმის გორაზეა", - აღნიშნა მიხეილ სააკაშვილმა.


საქართველოს პრეზიდენტის
ადმინისტრაციის პრესსამსახური




ბმულის ელ-ფოსტაზე გადაგზავნა
ელფოსტა*
დამცავი კოდი* Verification Code
 
2013 (11)
2012 (12)
2011 (12)
2010 (12)
2009 (12)
2008 (12)
2007 (12)
2006 (12)
2005 (11)