Google+

რელიზები

16.09.2007
საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი კულტურის, სპორტისა და ძეგლთა დაცვის მინისტრს გიორგი გაბაშვილს კანცელარიაში შეხვდა

საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი კულტურის, სპორტისა და ძეგლთა დაცვის მინისტრს გიორგი გაბაშვილს კანცელარიაში შეხვდა. მიხეილ სააკაშვილმა საქართველოსა და ირლანდიის გუნდის გუშინდელ თამაშთან დაკავშირებით კმაყოფილება გამოთქვა.

საქართველოს პრეზიდენტის განცხადებით, მსუბუქი მარცხის მიუხედავად, გუშინდელი თამაშით, რაგბის ისტორიაში სენსაციამდე ერთი ნაბიჯი დაგვაკლდა. მიხეილ სააკაშვილის თქმით, რაგბში შედეგი ყოველთვის დონის მაჩვენებელი არ არის. გუშინდელი თამაშის დონე კი, ძალიან მაღალი იყო.

საერთაშორისო სპორტული პრესა აღფრთოვანებული იყო ქართველების თამაშით აღნიშნა საქართველოს პრეზიდენტმა და დასძინა: „ამ სპორტის განვითარება მნიშვნელოვნია, ვინაიდან ეს ინტელექტუალური საბრძოლო სპორტია. რაც ჩვენ გუშინ ვიხილეთ, მაჩვენებელია იმისა, რომ რაგბისტები და მთლიანად ჩვენი ქვეყანა ძალიან კარგ საბრძოლო ფორმაშია. ჩემი დავალება არის ასეთი - საქართველოში უახლოესი წლების განმავლობაში ათი მსოფლიო კლასის რაგბის მოედანი უნდა აშენდეს. უნდა გაჩნდეს ლიგა, რომელსაც დავაფინანსებთ. ასეთი ტიპის სტადიონები საქართველოს ყველა რეგიონში უნდა იყოს. ჩვენ საბრძოლო სულისკვეთება გვაქვს, უნდა განვავითაროთ ტექნიკა. ეს არის ძალიან დიდი რეკლამა საქართველოსთვის. ფეხბურთის შემდეგ, ასეთი განვითარება არცერთ სპორტს არ აქვს. აქ თუ ერთხელ ფეხი მოვიკიდეთ, ჩვენი ქვეყანა მოწინავე სპორტული სახელმწიფოების რიგში დადგება. მინდა ჩვენს ძიუდოისტებს გამარჯვება მივულოცო. იმის პარალელურად, რომ ჩვენ ძიუდოს ახალი დარბაზები უნდა ავაშენოთ, ასევე უნდა განვავითაროთ სპორტული სექციები. მწვრთნელებს უნდა შევუქმნათ უკეთესი პირობები. ხელმოკლე ოჯახებისა და ასევე მატერიალური შესაძლებლობების მქონე ყველა ახალგაზრდას, ამ სექციებში ჩაწერის პრობლემა არ უნდა ჰქონდეს. ყველა ეს დავალება უნდა ჩაჯდეს ჩვენი სპორტის განვითარების ერთიან სტრატეგიაში. ვუსურვებ წარმატებებს ჩვენს სპორტცმენებს შემდგომ შეჯიბრებებში" - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა.


საქართველოს პრეზიდენტის
ადმინისტრაციის პრესსამსახური




ბმულის ელ-ფოსტაზე გადაგზავნა
ელფოსტა*
დამცავი კოდი* Verification Code
 
2013 (11)
2012 (12)
2011 (12)
2010 (12)
2009 (12)
2008 (12)
2007 (12)
2006 (12)
2005 (11)