Google+

რელიზები

30.10.2007
საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ქარხანა ”ინტერპლასტი” გახსნა

დღეს საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ლილოს დასახლებაში ახალი საწარმო "ინტერპლასტი" გახსნა. მიხეილ სააკაშვილი მიიჩნევს, რომ საწარმო სერიოზულ კონკურენციას გაუწევს ყველა იმ კომპანიას, რომელსაც სამშენებლო მასალები საქართველოში უცხოეთიდან შემოაქვს.

"მომავალი წლის შემოდგომისთვის საქართველოს, დაახლოებით, 2 ათას სკოლაში ფანჯარებია ჩასასმელი და გათბობა დასამონტაჟებელი, თუ კონკურენტუნარიანი ფასები გექნებათ, ეს შეკვეთა შეგიძლიათ მთლიანად თქვენ აიღოთ", - განუცხადა ქარხნის მესვეურებს საქართველოს პრეზიდენტმა.

აღნიშნული საწარმო ქართული ინვესტიციით შეიქმნა, სადაც ათასი ადამიანია დასაქმებული. სამომავლოდ, რამდენიმე საამქროს გახსნის შემდეგ მუშა-ხელის რაოდენობის გაზრდა 3 ათას კაცამდე იგეგმება.


საქართველოს პრეზიდენტის
ადმინისტრაციის პრესსამსახური




ბმულის ელ-ფოსტაზე გადაგზავნა
ელფოსტა*
დამცავი კოდი* Verification Code
 
2013 (11)
2012 (12)
2011 (12)
2010 (12)
2009 (12)
2008 (12)
2007 (12)
2006 (12)
2005 (11)