რელიზები
09.11.2013
საქართველოს პრეზიდენტი მერანოს ღვინის ფესტივალზე
„მე იმ ქვეყნიდან ვარ, რომელიც ისტორიულად ღვინის სამშობლოა და სწორედ საქართველოდან გაიტანეს შავი ზღვის გავლით ბერძნებმა ღვინო სხვადასხვა ქვეყანაში. დღეს კი ჩვენ 500 სახეობის ქართული ღვინო გვაქვს. რეალობა არის ის, რომ ღვინოს ძალიან ბევრი განსაკუთრებული თვისება აქვს.
ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია დღეს თქვენთან აქ ყოფნა, ამ გზით მე პოპულარიზაციას ვუწევ ქართულ ღვინოს, სწორედ ამიტომ თან მყავს ქართველი მეღვინეების ჯგუფი. ჩვენ ახლახან შევქმენით საქართველოში ღვინის ასოციაციებიც და ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია თქვენთან პარტნიორული ურთიერთობა და ამ თანამშრომლობის გაღრმავება, რათა ევროპულ ბაზარზე ქართული ღვინის პოპულარიზაციას შევუწყოთ ხელი,“- განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.
ევროპულ ბაზარზე ქართული ღვინის პოპულარიზაციის მიზნით, მიხეილ სააკაშვილი ქართველი მეღვინეების ჯგუფთან ერთად მერანოში ღვინის ფესტივალის გახსნას დაესწრო და მონაწილეებს სიტყვით მიმართა. ქართული ღვინის კომპანიები მერანოში პირველად იყო წარმოდგენილი.