რელიზები
29.10.2013
საქართველოს პრეზდენტი ევროკომისიის პრეზიდენტს შეხვდა
ბრიუსელში დღეს მიხეილ სააკაშვილისა და ევროკომისიის პრეზიდენტის შეხვედრა გაიმართა. ხოსე მანუელ ბაროსომ საქართველოსა და ევროკავშირს შორის მიღწეულ პროგრესზე ისაუბრა და კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ ქვეყანამ მიხეილ სააკაშვილის ლიდერობით, მნიშვნელოვან წარმატებებს მიაღწია. ევროკომისიის პრეზიდენტის განცხადებით, აუცილებელია, რომ საქართველოს ახალმა ხელმძღვანელობამ იგივე კურსი განაგრძოს და პროგრესი არ შეაჩეროს. მისი თქმით, ვილნიუსის სამიტი მნიშვნელოვანი დასაწყისი იქნება ევროკავშირთან კიდევ უფრო დაახლოების გზაზე.
შეხვედრის დასასრულს, ლიდერებმა ერთობლივი განცხადებები გააკეთეს და მედიის შეკითხვებს უპასუხეს.