Google+

რელიზები

27.09.2013
საქართველოს პრეზიდენტმა კონკორდიას სამიტის მუშაობაში მიიღო მონაწილეობა

საქართველოს პრეზიდენტმა ნიუ იორკში კონკორდიას სამიტის მუშაობაში მიიღო მონაწილეობა, რომელიც გაეროს 68-ე სესიის ფარგლებში გაიმართა. სამიტზე მიხეილ სააკაშვილი სიტყვით გამოვიდა. ქვეყნის პირველმა პირმა მისი პრეზიდენტობის პერიოდში განხორციელებული რეფორმების, მიღწეული წარმატებებისა და შეძენილი გამოცდილების შესახებ ისაუბრა. დამსწრე საზოგადოებას მან ის საერთაშორის რეიტინგები გააცნო, რომელიც საქართველოს არაერთი საერთაშორისო ორგანიზაციის შეფასებით მიენიჭა. სამიტის მონაწილეებს საქართველოს პრეზიდენტი კონკორდიას დამფუძნებელმა მეთიუ სვიფტმა წარუდგინა.

„მინდა მივესალმო საქართველოს პრეზიდენტს მიხეილ სააკაშვილს, როგორც კონკორდიას მეგობარს და პარტნიორს. იგი წარმოადგენს თავისუფლების სიმბოლოს მსოფლიოში და თავისი ქვეყნის არაჩვენულებრივი ადვოკატია! ვინც გუშინ გაეროში მისი სიტყვით გამოსვლა მოისმინეთ, ეს გეცოდინებათ. პრეზიდენტი სააკაშვილი თავისუფლების დამცველია, მეცნიერი, ადამიანის უფლებათა დამცველი, შემოქმედი, ისტორიკოსი, და რაც მთავარია იგი არის სიტყვის კაცი. საქართველოს ხელისუფლებამ, შეერთებული შტატების ძლიერმა მოკავშირემ, ქვეყანა ააყვავა და ქართველი ხალხიც უკეთესად არის. საქართველო 10 წელიწადში არშემდგარი ქვეყნიდან დემოკრატიულ, საბაზრო ეკონომიკის სახელმწიფოდ იქცა. პრეზიდენტი სააკაშვილი იყო პირველი, ვინც ახალგაზრდა მეწარმეების მხარდაჭერა დაიწყო. ჩვენს პირველ სამიტზე, გადატვირთული განრიგის მიუხედავად, საქართველოს პრეზიდენტმა მაინც გამონახა დრო მოსასვლელა, რათა მისასალმებელი სიტყვა წარმოეთქვა. ეს არის ადამიანი, რომელმაც ძალიან ბევრს მიაღწია ცხოვრებაში. იგი თავისუფლად ენდო 23-24 წლის ორ ახალგაზრდას, რომლებმაც ღონისძიების გამართვა გაეროს გენერალური ასამბლეის დროს გადაწყვიტეს... ბატონო პრეზიდენტო, დიდი მადლობა რომ ხართ ჩვენი წევრი, მხარს გვიჭერთ და გვამხნევებთ“, - განაცხადა მეთიუ სვიფტმა.

არაკომერციული ორგანიზაცია, რომელიც 2011 წლის თებერვალში დაარსდა, ცდილობს კერძო და/ან საჯარო პარტნიორობა გლობალური საკითხების დახმარებით  განავითაროს. ამ ურთიერთობის ხელშეწყობის მიზნით, კონკორდია  ყოველწლიურ კონფერენციას მასპინძლობს, რომელზეც მსოფლიო ლიდერები სხვადასხვა აქტუალურ თემებს განიხილავენ. 




ბმულის ელ-ფოსტაზე გადაგზავნა
ელფოსტა*
დამცავი კოდი* Verification Code
 
2013 (11)
2012 (12)
2011 (12)
2010 (12)
2009 (12)
2008 (12)
2007 (12)
2006 (12)
2005 (11)