Google+

რელიზები

22.09.2013
საქართველოს პრეზიდენტი სამუშაო ვიზიტით ამერიკის შეერთებულ შტატებში გაემგზავრა

საქართველოს პრეზიდენტი სამუშაო ვიზიტით ამერიკის შეერთეულ შტატებში გაემგზავრა. მიხეილ სააკაშვილი გაეროს გენერალური ასამბლეის 68-ე სესიას დაესწრება, სადაც ქვეყნის პირველი პირი სიტყვით წარსდგება სესიის მონაწილეთა წინაშე.

ვიზიტის ფარგლებში, მიხეილ სააკაშვილი ორმხრივ შეხვედრებს გამართავს სხვადასხვა ქვეყნის ლიდერებთან და მონაწილეობას მიიღებს სხვადასხვა ღონისძიებებში, მათ შორის, დაესწრება სამოქალაქო საზოგადოების მხარდაჭერის სამიტს და სამართლიანობისა და 2015 წლის შემდგომი განვითარების მიზნებთან დაკავშირებულ მიღებას; ასევე დაესწრება 2013 წლის კონკორდიას სამიტის გახსნასთან დაკავშირებულ მიღებას.

მიხეილ სააკაშვილი ასევე მიწვეულია გაეროს გენერალური ასამბლეის 68-ე სესიის გახსნასთან დაკავშირებულ მიღებაზე, რომელიც აშშ-ის პრეზიდენტისა და პირველი ლედის სახელით იმართება. 

 




ბმულის ელ-ფოსტაზე გადაგზავნა
ელფოსტა*
დამცავი კოდი* Verification Code
 
2013 (11)
2012 (12)
2011 (12)
2010 (12)
2009 (12)
2008 (12)
2007 (12)
2006 (12)
2005 (11)