რელიზები
21.09.2013
საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის განცხადება
სრულიად უეჭველია, რომ დღეს მთავრობას გაცილებით მეტი უჯდება კომერციული რეისების დაქირავება, ვიდრე ეს ჯდებოდა მაშინ, როდესაც თვითმფრინავი მთავრობის განკარგულებაში იყო და ძალიან ინტენსიურადაც გამოიყენებოდა. ეს პირდაპირი შედეგია პოპულიზმისა და გაუაზრებელი გადაწყვეტილებებისა, რასაც ახალი მთავრობა იღებს.
ასევე, მხოლოდ ძალიან მიამიტი ადამიანი თუ დაიჯერებს, რომ იმ თვიმფრინავის სახელის შეცვლა, რომლითაც პრემიერი დაფრინავს, ხელეწიფება ტუნდაც თამაზ გაიაშვილს.
სხვათა შორის, უნდა ითქვას, რომ ჩვენ კარგად ვიცით, როგორ აღიზიანებდა წარწერა „სოხუმი“ ვლადიმერ პუტინს და ძალიან სამწუხაროა, რომ ჩვენი დღევანდელი ხელისუფლება ოკუპანტის ნებასურვილის უსიტყვო შემსრულებელი გახდა.