Google+

რელიზები

23.08.2013
ბობოყვათის რეზიდენცია სამხედრო მოსამსახურეთა ოჯახებისთვის დასასვენებელ სანატორიუმად გამოყენების მიზნით თვდაცვის სამინისტროს გადაეცემა

საქართველოს პრეზიდენტმა 2008 წლის აგვისტოს ომში დაღუპული მეომრების ოჯახის წევრებს დღეს ბობოყვათის რეზიდენციაში უმასპინძლა. ქვეყნის პირველ პირთან ერთად, ბობოყვათში პირველი ლედი სანდრა ელისაბეტ რულოვსი და უმცროსი ვაჟი ნიკოლოზი იმყოფებოდნენ. დაღუპული მეომრების შვილებმა დღე პრეზიდენტთან და მისი ოჯახის წევრებთან ერთად გაატარეს.

ქობულეთის რაიონში მდებარე ბობოყვათის რეზიდენცია, საქართველოს პრეზიდენტის ინიციატივით, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს გადაეცემა სამხედრო მოსამსახურეთა და დაღუპულ მეომართა ოჯახის წევრებისთვის დასასვენებელ სანატორიუმად გამოყენების მიზნით.

„ბობოყვათის სამთავრობო რეზიდენცია, თავის დროს ცკ-ს მდივნის რეზიდენცია იყო, შემდეგ ასლან აბაშიძის, შემდეგ საქართველოს პრეზიდენტის რეზიდენცია, თუმცა მე აქ იშვიათად ვჩერდებოდი. მინდა, ამიერიდან ომში დაღუპული მეომრების ოჯახის წევრების დასასვენებლად გამოვიყენოთ, ისევე როგორც შეიარაღებული ძალების ოფიცრებისა და სხვა სამხედრო მოსამსახურეების ოჯახის წევრთა დასასვენებელ სახლად. ალბათ, რაღაცებს შეცვლა დაჭირდება ამ გარდამავალ პერიოდში, მაგრამ მნიშვნელოვანია, რომ აქ ჩვენი სამხედროები ისვენებდნენ  ოჯახის წევრებთან ერთად, სხვადასხვა სამხედრო ოპერაციებში დაჭრილი მებრძოლები ჩამოდიოდნენ რეაბილიტაციისთვის და, რა თქმა უნდა, იმ მეომრების ოჯახის წევრები, რომლებმაც თავი შეწირეს სამშობლოს“, - აღნიშნა მიხეილ სააკაშვილმა.

გარდაცვლილი სამხედრო მოსამსახურეების ოჯახის წევრები აღნიშნულ რეზიდენციაში აგვისტოს დასაწყისიდან ეტაპობრივად ისვენებენ.

 




ბმულის ელ-ფოსტაზე გადაგზავნა
ელფოსტა*
დამცავი კოდი* Verification Code
 
2013 (11)
2012 (12)
2011 (12)
2010 (12)
2009 (12)
2008 (12)
2007 (12)
2006 (12)
2005 (11)