Google+

რელიზები

29.07.2013
საქართველოს პრეზიდენტმა სინგაპურში ორმხრივი შეხვედრები გამართა

სინგაპურში ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს პრეზიდენტი სინგაპურის პრემიერ-მინისტრს ლი სიანლუნს შეხვდა. საუბარი შეეხო ეკონომიკის სფეროში თანამშრომლობის გაღრმავების აუცილებლობას, ასევე საქართველოში ინვესტიციების მოზიდვის შესაძლებლობებს.

ქვეყნის პირველმა პირმა დღესვე შეხვედრა გამართა სინგაპურის ჯანდაცვის მინისტრ გან კიმ იონგთან. მინისტრმა ქართულ მხარეს ის გამოცდილება გაუზიარა, რომელიც სინგაპურს ჯანდაცვის სფეროში აქვს. იმის გათვალისწინებით, რომ სინგაპურის ჯანდაცვის სისტემა დღესდღეობით მოწინავეა მთელ რეგიონში და ერთგვარ ჰაბს წარმოადგენს, მიხეილ სააკაშვილს მიაჩნია, რომ აუცილებელია ამ ქვეყნის რეფორმების ქართული ჯანდაცვის სისტემაში განხორციელება. საქართველოს პრეზიდენტის თქმით, სწორედ ამ გამოცდილების გათვალისწინებით უნდა მოხდეს საქართველოში ჯანდაცვის სფეროს შემდგომი განვითარება.

მოგვიანებით, მიხეილ სააკაშვილი სინგაპურის ვაჭრობისა და ინდუსტრიის მინისტრს შეხვდა.  შეხვედრისას, მხარეებმა საქართველოში სინგაპურის ბიზნესწრეების წარმომადგენელთა  ჩამოსვლის შესაძლებლობებზე ისაუბრეს და ყურადღება სავაჭრო პალატებს შორის ურთიერთობის გაღრმავების აუცილებლობაზეც გაამახვილეს. ამას გარდა, საუბარი საქართველოში ტურიზმის განვითარების თემასაც შეეხო და აღინიშნა, რომ ამ მიმართულებით, სინგაპურის  გამოცდილების გაზიარება მნიშვნელოვნად გაზრდის ქვეყნის ტურისტულ პოტენციალს. მხარეებმა საქართველოსა და სინგაპურს შორის საჰაერო მიმოსვლის პერსპექტივებიც განიხილეს.  



ბმულის ელ-ფოსტაზე გადაგზავნა
ელფოსტა*
დამცავი კოდი* Verification Code
 
2013 (11)
2012 (12)
2011 (12)
2010 (12)
2009 (12)
2008 (12)
2007 (12)
2006 (12)
2005 (11)