რელიზები
22.04.2013
საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსად ანდრო ბარნოვი დაინიშნა
საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელად ანდრო ბარნოვი დაინიშნა, რომელსაც ამ დრომდე შიდა ქართლის რეგიონში პრეზიდენტის რწმუნებულის თანამდებობა ეკავა.
2010-2013 წლებში საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციას დავით ტყეშელაშვილი ხელმძღვანელობდა. იგი პროფესიულ საქმიანობას ამერიკის შეერთებულ შტატებში, ერთ-ერთი პრესტიჟული უნივერსიტეტის საერთშორისო და შედარებითი სამართლის ცენტრის დირექტორის პოზიციაზე განაგრძობს.
საქართველოს პრეზიდენტმა დავით ტყეშელაშვილი ბრწყინვალების საპრეზიდენტო ორდენით დააჯილდოვა.