Google+

რელიზები

18.04.2013
საქართველოს პრეზიდენტმა ახალქალაქში ქართული სკოლა და სასწავლებელ - პანსიონატი მოინახულა

საქართველოს პრეზიდენტი ახალქალაქში დღეს ილია ჭავჭავაძის სახელობის №3 საჯარო სკოლას ესტუმრა და საქართველოს ისტორიის გაკვეთილს დაესწრო. ახალქალაქის ქართულ სკოლაში მიხეილ სააკაშვილი მოსწავლეებსაც გაესაუბრა და ყურადღება უახლესი ისტორიის დეტალებზე გაამახვილა. პრეზიდენტმა ისტორიულ ფაქტებთან და მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით პარალელებიც გაავლო. პედაგოგებთან საუბრისას იგი საქართველოს ისტორიის სწავლების მნიშვნელობის საკითხსაც შეეხო.

მესამე საჯარო სკოლის დირექტორი ლელა ჭინჭარაული კი მიხეილ სააკაშვილმა ბრწყინვალების საპრეზიდენტო ორდენით დააჯილდოვა.  

დღესვე საქართველოს პრეზიდენტი წმინდა ზოსიმე კუმურდოელის სახელობის სასწავლებელ- პანსიონატს ესტუმრა, რომელიც ახალქალაქისა და კუმურდოს ეპარქიის მიტროპოლიტის, მეუფე ნიკოლოზის ძალისხმევით შეიქმნა. მიხეილ სააკაშვილმა სასწავლებელი დაათვალიერა, აქ დამზადებულ ნიმუშებს გაეცნო და ადგილზე გადაღებულ რამდენიმე ფილმსაც უყურა. ქვეყნის პირველ პირს ბავშვებმა მათივე ხელნაკეთი თექის ნიმუში უსახსოვრეს. სასწავლებელში სხვადასხვა პროფილის პროფესიულ უნარჩვევებს ასწავლიან, მათ შორის, ხელსაქმეს, კინომონტაჟს, გადაღებას და სხვა. 



ბმულის ელ-ფოსტაზე გადაგზავნა
ელფოსტა*
დამცავი კოდი* Verification Code
 
2013 (11)
2012 (12)
2011 (12)
2010 (12)
2009 (12)
2008 (12)
2007 (12)
2006 (12)
2005 (11)