Google+

რელიზები

29.01.2013
საქართველოს პრეზიდენტი დავით აღმაშენებლის სახელობის საქართველოს ეროვნული თავდაცვის აკადემიის მსმენელებს შეხვდა.

საქართველოს პრეზიდენტი დავით აღმაშენებლის სახელობის საქართველოს ეროვნული თავდაცვის აკადემიის პირველი კურსის მსმენელებს შეხვდა. მიმართვისას, მიხეილ სააკაშვილმა ქვეყნის შეიარაღებული ძალების განვითარებისა და ეროვნული სამხედრო ტექნიკის წარმოების მნიშვნელობაზე,ასევე ეროვნული თავდაცვის აკადემიის როლზე ისაუბრა. მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, დღეს შეიარაღებულ ძალებში მსახური  პრესტიჟული გახდა, ეროვნულ აკადემიაში ჩაბარება კი აბიტურიენტებს შორის  ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადია.

 „ეს არის საზოგადოების მხრიდან  ქვეყნის პრიორიტეტების ახლებური ხედვა... ღმერთმა არ ქნას, ისეთი სისტემა შევქმნათ, სადაც ჩვეულებრივი ქართველი დაიბადება, გაიზრდება და მოკვდება ისე, რომ შეხება არ ექნება შეიარაღებულ ძალებთან. ეს იქნება ძალიან დიდი შეცდომა და ვფიქრობ, ჩვენ ამ შეცდომას არ დავუშვებთ!-‘’ აღნიშნა მიხეილ სააკაშვილმა. მისივე შეფასებით, ეროვნული  თავდაცვის აკადემია საქართველოს აღორძინების სიმბოლო და ქართული შეიარაღებული ძალების ახალი განვითარების შექმნის საფუძველია. საუბრისას პრეზიდენტმა სამხედროთა და მათი ოჯახების  სოციალური პირობების გაუმჯობესების აუცილებლობაზეც ისაუბრა.

მიმართვისას, მან  სამხედრო სამეცნიერო -ტექნიკური საწარმო ‘’დელტას“  შემდგომი ფუნქციონირების აუცილებლობაზეც ისაუბრა.  შეხვედრაზე მიხეილ სააკაშვილმა ქვეყნის შიდა და გარე საფრთხეებზე და სხვადასხვა სტრატეგიული მნიშვნელობის ხელშკრულების გაუქმების მცდელობის უარყოფით შედეგებზეც გაამახვილა ყურადღება.

დღესვე საქართველოს პრეზიდენტმა თავდაცვის აკადემიის ახალი  სასწავლო კორპუსი დაათვალიერა და მიმდინარე სწავლებასაც დაესწრო. ქვეყნის პირველი პირი ენობრივი მომზადების სკოლის ახალ პროგრამასაც გაეცნო, რომელიც სპეციალურად სამშვიდობო მისიებსა და სხვადასხვა საბრძოლო ქმედებებში დაჭრილი ჯარისკაცებისთვის ამოქმედდა. პროგრამა ენის კურსების პარალელურად მათთვის სპეციალურ  სარეაბილიტაციო კურსსაც ითვალისწინებს. ამავე სიახლის თანახმად , მათ სამხედრო სამსახურის გაგრძელება  ინსტრუქტორების  რანგში შუძლიათ და საკუთარ  საბრძოლო გამოცდილებას  აკადემიის მსმენელებს გაუზიარებენ. პრეზიდენტმა დღეს ლაზარეთში მყოფი მსმენელებიც მოინახულა და გამოჯანმრთელება უსურვა.

 



ბმულის ელ-ფოსტაზე გადაგზავნა
ელფოსტა*
დამცავი კოდი* Verification Code
 
2013 (11)
2012 (12)
2011 (12)
2010 (12)
2009 (12)
2008 (12)
2007 (12)
2006 (12)
2005 (11)