რელიზები
22.01.2013
მიხეილ სააკაშვილი სტრასბურგში ევროპის საბჭოს შენობაში თანამედროვე ქართული არქიტექტურის გამოფენის გახსნის ცერემონიალს დაესწრო
მიხეილ სააკაშვილი სტრასბურგში ევროპის საბჭოს შენობაში თანამედროვე ქართული არქიტექტურის გამოფენის გახსნის ცერემონიალს დაესწრო, რომელიც საქართველოს კულტურული დღეების ფარგლებში იმართება. გამოფენას საქართველო პრეზიდენტთან ერთად მეუფე გრიგოლი და საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი ჟან-კლოდ მინიონი ესწრებოდა.
საქართველოს კულტურული დღეების ფარგლებში გამართულ გამოფენაზე წარმოდგენილი იყო ახლადაღდგენილი და რესტავრირვებული უძველესი ტაძრების ფოტოები, მათ შორის ბაგრატისა და ფოთის ღვთისმშობლის ტაძარი, ასევე ის ახალი თანამედროვე ქართული არქიტექტურული პროექტების ნიმუშები, რომლებიც ბოლო წლების განმავლობაში განხორციელდა. მიხეილ სააკაშვილმა გამოფენის დათვალიერების შემდეგ კიდევ ერთხელ გაამახვილა ყურადღება ქვეყანაში აღმშენებლონის პროცესის მნიშვნელობაზე. მისივე თქმით მისთვის მიუღებელია დაწყებული პროექტების შეჩერება, რისი ტენდეციაც აშკარად შეინიშნება დღეს. პრეზიდენტმა თავის კომენტარში ნიკა ვაჩეიშვილის გაშვების ფაქტზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ მსგავსი ფაქტები პროფესიონალიზმის დაუფასებლობასა და ქვეყანაში აღმშნებელობის პროცესის შეჩერების სურვილზე მიანიშნებს. პრეზიდენტმა ასევე ვრცლად ისაუბრა ისტორიული ძეგლების აღდგენისა და მსოფლიო მასშტაბით ქართული კულტურის პროპაგანდის მნიშვნელობაზე. აქვე დასძინა, რომ სტრასბურგში დეკემბერში, ამავე ღონისძიების ფარგლებში გამართულ გამოფენაზე წარმოდგენილი იყო ძველი თბილისის იმ პერიოდის წლების ფოტოები, რომელზეც არც ერთი ახალი პროექტი არ იყო აღბეჭდილი.