Google+

რელიზები

22.01.2013
საქართველოს პრეზიდენტი : ,,ეტყობა ისეთი დრო დადგა, რომ ვინც საქართველოს ინტერესებს იცავს და განსაკუთრებით რუსეთის ფედერაციისგან, პირველი სწორედ ისინი ხვდებიან  წნეხის ქვეშ’’

საქართველოს პრეზიდენტმა ევროპის ადამიანის  უფლებებათა დაცვის სასამართლოს პრეზიდენტთან  დინ სპილმანთან  შეხვედრის დასრულების შემდეგ, მედიასთან ევროპის ადამიანის  უფლებებათა დაცვის სასამართლოს შესახებ და საქართველოს მიერ რუსეთის წინააღმდეგ შეტანილი სარჩელის მნიშვნელობაზე ისაუბრა. პრეზიდენტმა ასევე ახალი მთავრობის ის საკადრო პოლიტიკა გააკრიტიკა, რომლის თანახმადაც პროფესიონალი დიპლომატები და იურისტები პოლიტიკური წნეხის ქვეშ აღმოჩნდნენ.

,,ჩვენთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ეს სასამართლო , სწორედ აქ, ევროპის ადამიანის  უფლებებათა დაცვის სასამართლოში საქართველომ ჩვენი მოქალაქეების ინტერესების დასაცავად ,წინა წლების მოვლენებთან დაკავშირებით სახელმწიფოთაშორისი საჩივარი შეიტანა რუსეთის  ფედერციის წინააღმდეგ.

კარგად ვიცნობ ამ საქმეს და ვიცი, რომ პრაქტიკულად დასრულებულია,თან საქართველოსთვის სასიკეთოდ... უახლოეს პერიოდში ამ საქმის საბოლოო შედეგები საჯაროდ უნდა გამოცხადდეს.  ეს არის შედეგი, როდესაც შენ იცავ პრინციპულ პოზიციას , არ იხევ უკან და  საერთაშორისო დონეზე ამტკიცებ  შენ სიმართლეს. უბრალოდ საქმე იმაშია, რომ  ის ხალხი ვინც ამას აკეთებდა და  თინა ბურჯალიანი იყო მთავარი მამოძრავებელი ძალა ამ  მიმართულებით, ისე გაუხადეს საქმე , რომ საერთოდ მოუხდა თავის საქმის დატოვება  , რაც ძალიან ცუდია. მნიშვნელოვანი როლი ქონდა ამ საქმეში საქართველოს ელჩს მამუკა ჟღენტს, რომელიც საქართველოს საგარეო სამინისტრომ დიპლომატიური სამსახურიდან გაიწვია.ყოველივე ამის გამო მე დიდ მწუხარებას გამოვთქვამ, ეტყობა ისეთი დრო დადგა, რომ ვინც საქართველოს ინტერესებს იცავს და განსაკუთრებით, რუსეთის ფედერაციისგან , პირველი სწორედ ისინი მოხვდნენ ამ წნეხის ქვეშ. მე ვფიქრობ, რომ ეს არის დროებითი მოვლენა , იმიტომ რომ ჩვენ, ჩვენი ქვეყანა გვაქვს, ჩვენი ინტერესები და  მომავალი. იმედს ვიტოვებ, რომ, ჩვენ ვინმეს კარნახით  არ ვაკეთებთ ამას , რადგან ეს იქნებოდა სრული კატასტროფა!’’



ბმულის ელ-ფოსტაზე გადაგზავნა
ელფოსტა*
დამცავი კოდი* Verification Code
 
2013 (11)
2012 (12)
2011 (12)
2010 (12)
2009 (12)
2008 (12)
2007 (12)
2006 (12)
2005 (11)