Google+

რელიზები

30.12.2012
საქართველოს პრეზიდენტი სოფელ ჯანდარაში მცხოვრებ მამედოვების ოჯახს ესტუმრა

 

საქართველოს პრეზიდენტი გარდაბნის რაიონის სოფელ ჯანდარაში მცხოვრები მამედოვების ოჯახს ესტუმრა და მათგან რამდენიმე დღის წინათ მომხდარი თავდასხმის დეტალებით დაინტერესდა. ქვეყნის პირველი პირი მათ დახმარებასა და დაყაჩაღების შედეგად მიღებული ზარალის ანაზღაურებას დაჰპირდა. როგორც მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა, აუცილებელია პოლიცია საგანგებო რეჟიმში მუშაობდეს, რათა მსგავსი ფაქტები აღარ განმეორდეს. საუბრისას, იგი ამნისტიის თემასაც შეეხო და აღნიშნა, რომ ასეთ პირობებში განსაკუთრებული სიფრთხილეა საჭირო. პრეზიდენტთან ერთად მამედოვების ოჯახს ქვემო ქართლის გუბერნატორი დავით კირკიტაძეც სტუმრობდა. 
"ახლა ამნისტიის დრო ნამდვილად არ იყო. ამ ფონზე, მსოფლიოში არც ერთი ქვეყანა არ აკეთებს ასეთ ფართომაშტაბიან ამნისტიას. 1992 წელს ჯაბა იოსელიანის ამნისტიით გამოშვებული ხალხი ზუსტად ასე შემოგვივარდა სახლში, ბაბუაჩემს ავტომატი ჩაარტყეს, ბებიას კი დაუთოებით ემუქრებოდნენ. ზუსტად ასევე წაიღეს ყველაფერი რაც კი ფული და ოქროულობა გვქონდა. ამიტომ ეს მე ძალიან კარგად მესმის. ვფიქრობ, ამ ოჯახს აუცილებლად უნდა დავეხმაროთ. პირადად მეც დავეხმარები, რათა ოდნავ მაინც მოხდეს იმის კომპენსაცია, რაც წაართვეს. დამატებით სხვა ოჯახებსაც მივხედავთ. აუცილებელია, რომ ქართულ პოლიციაში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადეს. მხოლოდ ლაპარაკობენ, რომ ყველაფერს მოვუვლითო, მაგრამ ვხედავთ, რომ ვერაფერს ვერ უვლიან თუნდაც ამ ოჯახის მაგალითზე. ამ წლების განმავლობაში, ხალხს მიეცა  მუშაობის საშუალება -აქ ძალიან მშრომელი ხალხია და ნელ-ნელა ფული დააგროვეს, ის ბანდიტები კი, რომლებიც ჟიგულებიან საქართველოში შევიდნენ ციხეში, გარეთ გამოდიან ისეთ საქართველოში, სადაც ხალხმა დოვლათი შექმნა და ეკონომიკა 4-ჯერ გაიზარდა. მთავარი არის კლიმატი, როდესაც მოგვიწოდებენ, რომ გაგებით მოვეკიდოთ ასეთ ვითარებას, ამას ვერ შევეგუებით - საზოგადოება ამას გაგებით ვერ შეხვდება. ხალხი, რომელიც დღე და ღამე შრომობს, გაგებით ვერ შეხვდება იმ ფაქტს, რომ ამდენი წლის დაგროვებულს, ვიღაც ნაძირალა და მუქთახორა წაართმევს და წაიღებს, შვილს რომ დაგისახიჩრებს და მოგიკლავს - ამ ყველაფერს საზოგადოება გაგებით ვერ მოეკიდება. ყოველივე ამას  ტელევიზიით ტრაბახი კი არა, ყოველ კუთხეში პატრულირება სჭირდება. მთელ საქართველოში საგანგებო მდგომარეობა უნდა გამოცხადდეს, რადგან რამდენიმე ათასი საშიში დამნაშავე ტოვებს საპატიმროებს", - განაცხადა მთთან საუბრისას მიხეილ სააკაშვილმა. 

პრეზიდენტი იქვე შეკრებილ მოსახლეობასაც გაესაუბრა და მათ რეგიონის პირად კონტროლზე აყვანა აღუთქვა.  

 



ბმულის ელ-ფოსტაზე გადაგზავნა
ელფოსტა*
დამცავი კოდი* Verification Code
 
2013 (11)
2012 (12)
2011 (12)
2010 (12)
2009 (12)
2008 (12)
2007 (12)
2006 (12)
2005 (11)