რელიზები
29.09.2012
საქართველოს პრეზიდენტი ხაშურის სკოლებში მიმდინარე სარემონტო სამუშაოებს გაეცნო
საქართველოს პრეზიდენტი დღეს ხაშურის 1 და მე-6 საჯარო სკოლებს სტუმრობდა, სადაც მან დასრულებული და მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშოები დაათვალიერა. ხაშურის 1 სკოლა, რომელიც არსებობის ას წელზე მეტს ხანს ითვლის, გასული საუკუნის დამდეგიდან არ გარემონტებულა. სკოლის რეაბილიტაციის ფარგლებში, გამაგრდა შენობის საძირკველი, მთლიანად განახლდა ჩამოშლილი ფლიგელი, შეიცვალა სახურავი, გამოიცვალა კარ-ფანჯარა. სკოლა აღიჭურვა ახალი სასწავლო ინვენტარითა და მერხებით. ეზოში დაწყებულია ახალი, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი სპორტული მოედნის მშენებლობა. რეკონსტრუქციის პროცესში 83 ადამიანი დასაქმდა.
აღდგენის სამუშოები ახლაც გრძელდება ხაშურის მე-6 სკოლაში. ამ ეტაპზე, სასწავლო პროცესის პარალელურად, მიმდინარეობს სკოლის მესამე სართულის რეაბილიტაცია. სამშენებლო სამუშაოებზე 72 ადამიანია დასაქმებული.
ხაშურის რაიონის სხვადასხვა სოფლებში, სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, სარეკონსტრუქციო სამუშოები კიდევ 22 სკოლის ხორციელდება.
მიხეილ სააკაშვილმა ხაშურის სკოლები განათლებისა და მეცნიერების მინისტრთან ერთად დაათვალიერა.