Google+

რელიზები

30.08.2012
საქართველოს პრეზიდენტი ლაფანყურში მოსახლეობას შეხვდა 

საქართველოს პრეზიდენტი დღეს სოფელ ლაფანყურში იმყოფებოდა, სადაც ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდა და ლოპოტას ხეობაში განხორციელებული სპეცოპერაციის დეტალებთან დაკავშირებით, მათ ინფორმაცია მიაწოდა. მიხეილ სააკაშვილმა ასევე ქვეყნის უსაფრთხოების მნიშვნელობაზე ისაუბრა. მისი თქმით, დრო, როდესაც ლეკები საქართველოს თავს ესხმოდნენ და ქვეყანას არბევდნენ, წარსულის ნაწილია და მისი აწმყოში დაბრუნება შეუძლებელია. მისივე განცხადებით, ქედის მეორე მხრიდან ხალხი საქართველოში მხოლოდ სტუმრად, სამეგობროდ, სავაჭროდ და მშვიდობიანი მიზნებისთვის უნდა ჩამოვიდნენ და არა იარაღასხმული, რადგანაც ჩვენი ხალხების ურთიერთდაპირსპირება საქართველოს დამპყრობლის სურვილია.  

„ვფიქრობ, თქვენ, კახელი ხალხი და სრულიად საქართველო დარწმუნდა, რომ ქვეყნის მოსახლეობა დაცულია. რთული გეოგრაფიული რელიეფის მიუხედავად, ჩვენმა ჯარისკაცებმა ურთულესი ოპერაცია ჩაატარეს. დატყვევებული მოქალაქეების გასათავისუფლებლად, მათ საკუთარი სიცოცხლე საფრთხის ქვეშ ჩააგდეს და ამის ფასად, მშვიდობიანი მოქალაქეები ტყვეობიდან დაიხსნეს. სამწუხაროდ, ამ ოპერაციის შესრულებას სამი სამხედრო მოსამსახურის სიცოცხლე  შეეწირა. თუმცა, რომ არა მათი თავგანწირვა, მაშინ ჩვენ იმავე კრიმინალურ სამყაროში მოგვიწევდა ცხოვრება, როგორშიც ათი წლის წინათ ვცხოვრობდით. იმისთვის, რომ აქ მშვიდობა იყოს, ჩვენი ბიჭები, ჩვენი სპეცრაზმელები ძალიან გმირულად მოიქცნენ “, - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.

მოსახლეობასთან საუბრისას, მიხეილ სააკაშვილმა აღნიშნა, რომ საქართველოში აღმშენებლობის პროცესი მიმდინარეობს და ომისა და ნგრევისთვის არავის სცალია, თუმცა საკუთარი მოქალაქეების უსაფრთხოების ხელყოფას სახელმწიფო არავის აპატიებს და ისეთივე სწრაფ და ეფექტურ რეაგირებას მოახდენს, როგორც ეს ლაფანყურის შემთხვევაში მოხდა.  

ამ დროისთვის ლოპოტას ხეობაში სპეცოპერაციის ძირითადი ფაზა დასრულებულია. 



ბმულის ელ-ფოსტაზე გადაგზავნა
ელფოსტა*
დამცავი კოდი* Verification Code
 
2013 (11)
2012 (12)
2011 (12)
2010 (12)
2009 (12)
2008 (12)
2007 (12)
2006 (12)
2005 (11)