Google+

რელიზები

23.08.2012
მიხეილ სააკაშვილმა სამტრედიის მოსახლეობას სიტყვით მიმართა 

საქართველოს პრეზიდენტი დღეს სამტრედიას ესტუმრა და მოსახლეობას შეხვდა. მიხეილ სააკაშვილმა მათ სიტყვით მიმართა და არსებული პრობლემების გადაჭრას დაპირდა. კერძოდ, ქვეყნის პირველმა პირმა ადილობრივებს საყოველთაო დაზღვევა, გაზიფიცირება, ათასლარიანი ვაუჩერების დარიგება, გზის გაყვანა და სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის რაოდენობის გაზრდა აღუთქვა. მან განხორციელებულ პროექტებზეც ისაუბრა და ადგილობრივებს სამომავლო გეგმებიც გააცნო. პრეზიდენტის განცხადებით, სამტრედიას ყველა ის ფუნქცია უნდა დაუბრუნდეს, რომელიც ადრე ჰქონდა და სატრანსპორტო, მათ შორის, სარკინიგზო და საავიაციო მიმოსვლის ცენტრი უნდა გახდეს. პრეზიდენტის დავალებით, რამდენიმე კვირაში სამტრედიაში რკინიგზის სამმართველოც აღდგება.

მიხეილ სააკაშვილშვილის თქმით, სოფელ ჯიხაისის ტექნიკუმი, თანამედროვე გადამზადების ცენტრად გადაკეთდება, რაც ადგილობრივი მოსახლეობის დასაქმების დამატებითი წყარო გახდება.

საქართველოს პრეზიდენტი ქვეყნის მასშტაბით მიმდინარე აღმშენებლობის პროცესებს შეეხო და აღნიშნა, რომ,  ეტაპობრივად, საქართველოს ყველა რეგიონში, თითოეულ ოჯახში შეაღწევს განვითარება და ქვეყნის მოსახლეობას უკეთესი საცხოვრებელი პირობები შეექმნება. ქვეყნის პირველმა პირმა ასევე განაცხადა, რომ ქვეყნის მთავრობის ერთ-ერთი პრიორიტეტი ახალგაზრდობისთვის კარგი გაანთლების მიცემის შესაძლებლობაა. მიხეილ სააკაშვილის თქმით, სწორედ ისინი წარმოადგენენ საქართველოს მომავალს და ამ მთავრობის ერთ-ერთ მთავარ ღირსებად დაასახელა ის ფაქტი, რომ პოლიტიკურ არენაზე ძველი სახეების ნაცვლად, ახალგაზრდა კადრები გამოყავს.

2012 წლის საპარლამენტო არჩევნების თემაზე საუბრისას, საქართველოს პრეზიდენტმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ 1 ოქტომბერი საქართველოსთვის გადამწყვეტი დღე იქნება, რადგან, მისი თქმით, რეალურად, ამ დღეს გადაწყდება არა რომელიმე პოლიტიური ძალისა და სუბიექტის ბედი, არამედ ქვეყნის მომავლის ბედი.

მიხეილ სააკაშვილმა სამტრედიელებს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატიც წარუდგინა. ამ პოზიციაზე მან მერაბ ჯანელიძე დაასახელა, რომელიც სახელგანთქმული და გამოცდილი ექიმია არა მარტო საქართველოს მასშტაბით, არამედ მთელ მსოფლიოში. პრეზიდენტის თქმით, მან მრავალი სიცოცხლე გადაარჩინა, მას კარგად იცნობენ სამტრედიელებიც და ნამდვილად იმსახურებს საზოგადოების მხარდაჭერას. მერაბ ჯანელიძეს, რომელიც ადგილობრივებთან შეხვედრას პირადად ესწრებოდა, ქვეყნის პირველმა პირმა წარმატება უსურვა. 



ბმულის ელ-ფოსტაზე გადაგზავნა
ელფოსტა*
დამცავი კოდი* Verification Code
 
2013 (11)
2012 (12)
2011 (12)
2010 (12)
2009 (12)
2008 (12)
2007 (12)
2006 (12)
2005 (11)