Google+

რელიზები

20.07.2012
მიხეილ სააკაშვილი: „სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოებზე, ალბათ, ასობით მილიონს დავხარჯავთ“

საქართველოს პრეზიდენტმა საგანგებო განცხადება გააკეთა. მიხეილ სააკაშვილის განცხადებით,  კახეთში სტიქიის შედეგად მიყენებული ზარალის ანაზღაურებასა და აღდგენით სამუშაოებზე სახელმწიფო ასობით მილიონ ლარს დახარჯავს.

„ყველგან, სადაც გავიარე, სამუშაოები მიმდინარეობს და  ეს ძალიან მნიშვნელოვანია. ძალიან  კარგად მესმის იმ ადამიანების, რომლებსაც ღია ცის ქვეშ დარჩენის შიში აქვთ. 30 ათასი კვადრატული მეტრი გადასახური მასალა არის წამოსული და ყველა კომპანია, რომელიც ამ მიმართულებით მუშაობს, მობილიზებულია. ვფიქრობ, ორ დღეში ძალიან ინტენსიურად გაჩაღდება მუშაობა, ოღონდ ისე არ უნდა მოხდეს, რომ რამე უხარისხოდ გაკეთდეს. კომპენსაციების დარიგება უკვე მომავალ კვირას დაიწყება, საკვები პროდუქტების გარკვეულ ნაწილს და პატარ-პატარა დახმარებებს უკვე გავცემთ. დამატებით, კიდევ ვიფიქრებთ, თუ რით დავეხმაროთ ხალხს, თელავის მოსახლეობას. ჩვენმა ხალხმა დიდი სტრესი მიიღო, განსაკუთრებით, მათ, ვისაც სახლები დაუზიანდა. საბოლოოდ, სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოებზე, ალბათ, ასობით მილიონს დავხარჯავთ, რადგან ამ მასშტაბის გაჭირვება მე არ მინახავს. ყოფილა წყალდიდობები მსხვერპლით, ნგრევით და ათასგვარი უბედურებით, მაგრამ ამდენ ხალხს შეხებოდა, მსგავსი არაფერი არ მახსოვს. მართალია, ჩვენთან მსხვერპლი არ ყოფილა - ამ მხრივ, ნამდვილად გადავრჩით, მაგრამ უამრავი ადამიანის ქონება დაზიანდა, ეს გამონაკლისია. ხალხი უნდა გრძნობდეს იმას, რომ ამ ქვეყანაში მთავრობა და სახელმწიფო ჩვენი მოქალაქეების ინტერესების სადარაჯოზე დგას. ამიტომ, როგორი დაღლილიც არ უნდა ვიყოთ, შევასიოთ ახალ-ახალი ბირგადები და გავშალოთ სრული ფრონტი. ჩვენ არ დავინანებთ სახსრებს რომ ყველაფერი კარგად გავაკეთოთ“, - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა. 



ბმულის ელ-ფოსტაზე გადაგზავნა
ელფოსტა*
დამცავი კოდი* Verification Code
 
2013 (11)
2012 (12)
2011 (12)
2010 (12)
2009 (12)
2008 (12)
2007 (12)
2006 (12)
2005 (11)