Google+

რელიზები

20.07.2012
საქართველოს პრეზიდენტი სტიქიით დაზარალებულ რაიონებში შექმნილ ვითარებას პირადად ეცნობა

მიმდინარე სარეაბილიტაციო და გაწმენდითი სამუშაოები საქართველოს პრეზიდენტმა დღეს პირადად დაათვალიერა. მიხეილ სააკაშვილი თელავში, თავისუფლების ქუჩაზე თავდაცვის მინისტრთან დიმიტრი შაშკინთან ერთად იმყოფებოდა. მოსახლეობის დასახმარებლად, სტიქიის ზონაში თავდაცვის სამინისტროს ტექნიკა და რეზერვისტთა ასეულებია მობილიზებული. პრეზიდენტი მათ პირადად გაესაუბრა და შესრულებული სამუშაოსთვის მადლობაც გადაუხადა. მიხეილ სააკაშვილი სოფელ შალაურშიც იმყოფებოდა, სადაც ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდა. მიხეილ სააკაშვილმა ხალხს ის გეგმები და ღონისძიებები გააცნო, რომელსაც მთავრობა 24-საათიან რეჟიმში სტიქიით დაზარალებულ რეგიონებში, სოფლებსა და რაიონებში ახორციელებს.

„ახლა მთავარი პრობლემაა ბრეზენტი. რაც გვქონდა, ვიყენებთ, რაც არა - თურქეთიდან მოგვაქვს. ბევრს უკვე მიუტანეს, მაგრამ ბევრგან ჯერ კიდევ არ არის მიტანილი. ამიტომ მინდა საზოგადოებას ვთხოვო: ღმერთმა არ ქნას წვიმა მოვიდეს, იმ ხალხს დავეხმაროთ, რომელთა სახლებს ქარმა სახურავები გადახადა. მანქანები გვყავს, იტვირთება ბრეზენტით და მოდის, მაგრამ დღეს ვერ ჩამოვა. ამიტომ, ამ ღამით რამენაირად უნდა დავეხმაროთ ერთმანეთს, რომ ხახლი წვიმის ქვეშ არ აღმოჩნდეს. რაც შეეხება კომპენსაციას, აუცილებლად  მივცემთ დაზარალებულ მოსახლეობას, ამას დავუმატებთ საკვებ პროდუქტებს - ფქვილს, შქარს, ზეთს და გავაკონტროლებთ, რომ ყველა ოჯახში. ვიცი, რომ ბევრმა უფრო მეტი დაკარგა, ვიდრე 1500 ლარი, მაგრამ გარკვეული დანახარჯების ნაწილი ანაზღაურებას შეძლებთ. ეს არის ის, რაც სახელმწიფოს აქვს. ასეთ რამეს არ მოველოდით. შემდეგ უნდა დავავალდებულოთ შესაბამისი ორგანიზაციები, რომ კრედიტებში დაზღვევაც ჩადონ. ყოველ შემთხვევაში იცით, რომ ჩვენ თქვენთან ერთად ვართ. მთელი მთავრობა არ მოისვენებს, ვიდრე ყველა სახურავი არ გაკეთდება, ყველა არ მიიღებს კომპენსაციას, კრედიტები არ გადავადდება და პროდუქტების პაკეტი არ მივა თითოეულ ოჯახში.  სოფლებში ვარიგებთ უკვე, ახლა თელავშიც გავეცით განკარგულება სამთო პაკეტები დავურიგოთ პროდუქტების. ხალხი ტრავმირებულია, შოკშია და ელემენტარული რამ მაინც უნდა ქონდეს სახლში. რაც მთავარია, ბოლომდე უნდა მივიყვანოთ საქმე და ერთმანეთს უნდა დავეხმაროთ. რეზერვისტებს თქვენც უნდა დაეხმაროთ - კახელები ერთმანეთს უნდა ამოვუდგეთ მხარში“, - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.  

ქვეყნის პირველი პირი დღეს ლაგოდეხის რამდენიმე სოფელში და გურჯაანის რაიონის სოფელ ველისციხეში იმყოფებოდა, სადაც ადგილობრივ მოსახლეობასაც შეხვდა. მიხეილ სააკაშვილმა მათთან შექმნილ ვითარებაზე ისაუბრა და პრობლემების გადაჭრის გზები გააცნო. ასევე, ცნობილია, რომ პრეზიდენტის განკარგულებით მალე დაიწყება გზის მშენებლობა, რომლითაც ველისციხე ცენტრალურ მაგისტრალს დაუკავშირდება.



ბმულის ელ-ფოსტაზე გადაგზავნა
ელფოსტა*
დამცავი კოდი* Verification Code
 
2013 (11)
2012 (12)
2011 (12)
2010 (12)
2009 (12)
2008 (12)
2007 (12)
2006 (12)
2005 (11)