მოგესალმებით ყველას.
უპირველესად, მსურს გაგაცნოთ ის ანგარიში, რომელიც ფოთის მერიამ და ადგილობრივმა გამგეობამ წარმოგვიდგინა.
მსურს ეს ანგარიში თქვენთან ერთად განვიხილო და დაადასტუროთ ის, რომ წარმოდგენილი პროექტები მართლაც კეთდება და რაც კეთდება თქვენთვის არის ხელმისაწვდომი.
2008 წლამდე სასმელი წყალი ქალაქს ორ დღეში ერთხელ მიეწოდებადა, მაგრამ თქვენ იცით, რომ უკვე დავიწყეთ წყლის პროექტის განხორციელება და 2012 წელს წყალსადენის ყველა მილი გამოიცვლება. 2013 წელს კი, 24-საათიან წყალმომარაგებაზე გადავალთ.
ვერც ერთმა მთავრობამ ვერ მოახერხა, რომ ფოთი, რომელიც წყალზე დგას, წყალი მოსახლეობამდე მიეყვანა. ეს არის უბედურება და ამის გამოსწორებას ახლა ვცდილობთ.
ახლა განვიხილოთ ფოთის გაზიფიკაცია. 2011 წლამდე ფოთში ბუნებრივი აირის მიწოდების ქსელი არ არსებობდა - ეს ყველამ ვიცით. 2008 წელს ამერიკელებს ამის გაკეთება პირადად ვთხოვე, რადგან დიდი ფული იყო საჭირო და ჩვენ ამის შესაძლებლობა არ გვქონდა.
ფოთში მაღალი წნევის გაზსადენი ავაშენეთ და ბუნებრივი გაზი აქ უკვე შემოსულია. ახლა მთავარი პრობლემა ისაა, რომ გაზი ოჯახებში შევიყვანოთ.
ჩვენ ბევრად უფრო მოქნილი სისტემა უნდა შევიმუშაოთ, ჩვენს კომპანიებს უნდა მოველაპარაკოთ და განვადების გრძელვადიანი სისტემა შევქმნათ ყველამ ერთად. თუკი ადამიანს ბუნებრივი აირი სახლში ვერ შეყავს, მილი გინდ ყოფილა ქუჩაში და გინდ არა. თუმცა ეს მხოლოდ მერის საქმე არ არის.
იცით, რომ ფოთში ელექტროენერგიის მიწოდების საკითხი ყოველთვის პრობლემური იყო. წვიმებისა და ქარის გამო, სახურავების დიდი ნაწილი ამორტიზებული იყო.
ჩვენ 3 მილიონამდე ვხარჯავთ, რასაც მილიონნახევარს ვამატებთ. ამჯერად 26 კორპუსს ვუცვლით სახურავს. ჩვენ თანხას დავამატებთ იმისთვის, რომ ყველა მაღალსართულიან კორპუსს კარგი სახურავი ჰქონდეს.
ვხედავთ, რომ ეზოების კეთილმოწყობაც დაწყებულია.
ამას გარდა, სრულდება ფოთის ტაძარის მენებლობა.
შენდება ვალერიან გუნიას სახელობის ძალიან ლამაზი თეატრი...
თუმცა ყველაზე მთავარი საკითხი, ჩემო ძვირფასებო, დასაქმებაა.
ასე რომ, ფოთში წარმატებებიც გვქონდა და წარუმატებლობებიც.
წარმატება არის ის, რომ ზოგადად ბიზნესი ფართოვდება. ადრე ყველაფერი რამდენიმე კაცის ხელში იყო და ფოთელები თამაშგარე მდგომარეობაში იყვნენ.
პრობლემა ის არის, რომ ამ ზონამ ისე არ გაამართლა, როგორც მოველოდით. პატარ-პატარა რაღაცები გაკეთდა, მაგრამ ეს საკმარისი არ არის.
როდესაც დანიელებმა პორტი იყიდეს, ცუდი არ იყო, მაგრამ ხალხი სამუშაოდან დაითხოვეს. ვფიქრობ, ამის გადალახვის საშუალება ახალი დიდი საწარმოო სიმძლავრეების გაჩენაა.
სამი კვირის წინათ „სოკარს“ მოველაპარაკეთ და ფოთში უზარმაზარი სიმძლავრის ქარხანას ააშენებს, სადაც ნავთობპროდუქტების ქიმიური გადამუშავება მოხდება. ამ საწარმოში 2 ათსი ადამიანი დასაქმდება.
მშენებლობა წელს აგვისტოს დამლევს ან სექტემბერში დაიწყება. მშენებლობას, დაახლოებით, ორი წელი დასჭირდება და მშენებლობაზეც რამდენიმე ათასი ადამიანი დასაქმდება.
ამას გარდა, ვმუშაობთ იმაზე, რომ კერამიკული ქარხანა გაიხსნას. ასევე, ამ ტერიტორიაზე ვანვითარებთ მანქანების აწყობის კონცეფციას.
ერთი სიტყვით რომ ვთქვათ, იმის გათვალისწინებით, რომ სატრანსპორტო კომუნიკაციები ვითარდება, ფოთი უნდა გახდეს ინდუსტრიული ცენტრი.
ბევრს ლაპარაკობენ იმაზე, რომ ლაზიკას განვითარებას ვიწყებთ, ამბობენ, რომ ფოთის ხალხს სჭირდება მიხედვა.
გარწმუნებთ, რომ ლაზიკას იდეა ფოთის კომპლექსის გაძლიერებაა.
პრობლემა დგას ისე, რომ რაც მეტი სიმძლავრეები შეიქმნება საწყობების, ინფრასტრუქტურის თვალსაზრისით, რაც მეტი სამშენებლო სამუშაოები შესრულდება და მეტი ახალი სიმძლავრე გაჩნდება, მით მეტი ინვესტიცია ჩაიდება ამ ტერიტორიაზე.
ფოთი და ლაზიკა ერთმანეთს ახალი გზით დაუკავშირდება და მანძილი მათ შორის, დაახლოებით, 20–25 კილომეტრი იქნება. ეს ნიშნავს იმას, რომ რკინიგზა უნდა აშენდეს, აეროპორტის მშენებლობა უნდა მივიყვანოთ ბოლომდე. უპირველეს ყოვლისა, ეს ახეირებს ფოთისა და, ზოგადად, სამეგრელოს მოსახლეობას.
ფოთს ამით მხოლოდ მოემატება სიმძლავრე.
ფული არც ჰაერიდან მოგვაქვს და არც ჯიბეში გვაქვს, რომ ჩვენი სურვილის მიხედვით დავარიგოთ. ფული უნდა შეიქმნას, რისთვისაც დოვლათი უნდა შეიქმნას.
რა ქმნის ამ დოვლათს? ჯერ ერთი, ფოთისა და მის გარშემო ტერიტორიების მაქსიმალური გაძლიერება და გაფართოება, რათა ხალხი აქ უკეთესად ცხოვრობდეს.
ძალიან ბევრ რამ არის, რაც თავადაც არ მომწონს. ახლა შევცვალეთ კანონმდებლობა, რათა მაქსიმალურად მივცეთ ხალხს შესაძლებლობა, რომ უფრო მეტი ადამიანი დაასაქმონ. ამისათვის გარკვეული შეღავათები დავაწესეთ, მოვუხსენით დღგ, ქალაქში სამრეწველო საწარმოები შექმნან.
ახლა პირადად ვმუშაობ იმის, რომ აეროპორტის მშენებლობა დააჩქარონ, რადგან ეს ტემპი მე არ მაკმაყოფილებს.
ის ტექნიკური სასწავლებლები, რომლებიც ფოთში გვაქვს, კიდევ ფრო უნდა გავაძლიეროთ. ეს ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ბევრგან ამ სასწავლებლების კურსდამთავრებულღ 75 პროცენტი პირველივე თვეში დასაქმდა.
როდესაც კურსდამთავრებულებზე ვლაპარაკობ, ვგულისხმობ არა მხოლოდ ახალგაზრდებს, არამედ 60 წელს გადაცილებულ ხალხსაც.
იმ დღეს ვნახე 67 წლის კაცი გადიოდა გადამზადების კურსებს.
ამ ტექნიკუმებში ჩვენი მიცემული ვაუჩერებით ყველა ასაკის ადამიანი უფასოდ ეუფლება პროფესიას და ერთი თვის განმავლობაში შოულობს მაღალ ანაზღაურებად სამსახურს.
ყველამ უნდა ვიფიქროთ ამაზე. სამუშაო ადგილები არის და იქნება ბევრად უფრო მეტი. უბრალოდ, მინიმალური კვალფიკაცია მაინც უნდა გვქონდეს იმისთვის, რომ დამსაქმებლის მოთხოვნებს ვაკმაყოფილებდეთ.
გუშინაც სოფლებიდან ვატარებდით ხალხს და ფერმერთა მომსახურების ცენტრს ვაცნობდით. ზოგს მიწა აქვს და მოსავალი ვერ მოყავს, რადგან შესაწამლი პრეპარატი არ ჰქონდა. ხალხმა რომელიც ამ მომსახურების ცენტრებიდან რამდენიმე კილომეტრში ცხოვრობს, არ იცოდა, რომ სახელმწიფომ, პრაქტიკულად, მოაგვარა მსგავსი პრობლემები და სასუქისა და შხამ-ქიმიკატების შეძენა იქვე, იმ ცენტრებში შეუძლიათ. უბრალოდ, ისინი არავინ მიიყვანა იქამდე და არ აჩვენა, რომ ეს შესაძლებელია, თანაც, ყველასთვის ხელმისაწვდომია.
ვიცი, რომ ძალიან ბევრი სხვა პრობლემაც გვაქვს.
ვიცი, რომ ნავსადგურში ყველაფერი დალაგებული არ არის.
სხვათა შორის, როცა საწარმოებზე ვლაპარკობთ, აგერ 2011 წელს დაიწყო და წელს მწყობრში შედის მეტალურგიული ქარხნის მეტალოკონსტრუციების პირველი საამქრო და აგვისტოში უკვე 220 ადამიანი საქმდება.
ქარხნის მშენებლობაზე სექტემბრიდან რამდენიმე ათასი კაცი დაგვჭირდება ეტაპობრივად. სპორტის სასახლის მშენებლობა გრძელდება და ძალიან მალე დავამთავრებთ.
ჩემთვის ძალიან მტკივნეულია იმ ხალხის მდგომარეობა, რომელიც მალთაყვაში ახალ დასახლებაში გადმოვიყვანეთ. მათგან ბევრი წყალტუბოდან იყო, სადაც გარკვეული შემოსავალი ჰქონდათ. აქ კი გარკვეული პრობლემებია დასაქმებასთან დაკავშირებით.
ბათუმში ტექსილის ფაბრიკა გავაკეთეთ, სადაც 1000 კაცი უნდა დასაქმდეს - ახლა 650 ადამიანი მუშაობს.
დევნილების დიდი ნაწილი, რომელიც ბათუმში ცხოვრობს, იმ ქარხანაში დასაქმდა. აქაც გვჭირდება ასეთი გადაწყვეტილებები. იქ ხალხი იმიტომ კი არ უნდა ჩავიდეს, რომ მათ ჩაეზიაროს, პირიქით, ერთმანეთი უნდა გააძლიერონ და ახალი შესაძლებლობები გაჩნდეს. ამაზე ყველა ერთად ვიმუშავებთ.
ჩვენ გავაგრძელებთ თევზის გადამამუშავებელი ქარხნების მშენებლობას.
თქვენ გახსოვთ, რომ ეკონომიკის სამინისტროში მთელი ხელმძღვანელობა მოვხსენი, რომ აქ მაცივრების მშენებლობას ბლოკავდნენ.
გავხსენით განახლებული საავადმყოფო და თქვენ იცით, რომ სადაზღვევო სისტემას ჩვენ სულ უფრო მეტად გავაფართოებთ. ჯანმრთელობის დაზღვევას მიიღებენ ხუთ წლამდე ბავშვები, ახლა მას ყველა სტუდენტს ვაძლევთ, სექტემბრიდან კი დაეზღვევა 60 წელს გადაცილებული ყველა პენსიონერი.
შეღავათი წამლებზე ას ლარამდე გაფართოვდება.
ჩემი სურვილია ფოთში არ დარჩეს არც ერთი ადამიანი, რომლისთვისაც ეს საავადმყოფო არ იქნება ხელმისაწვდომი. სხვა შემთხვევაში მის გახსნას აზრი არ ეკარგება.
დიდი მადლობა.