Google+

რელიზები

20.03.2012
საქართველოს პრეზიდენტი მარშალის ფონდის კონფერენციას ესწრება

საქართველოს პრეზიდენტი გერმანიაში იმყოფება, სადაც German Marshall Fund of the US მიერ ორგანიზებულ ყოველწლიურ კონფერენციას ესწრება. ფორუმი სახელწოდებით „საქართველოს მომავლის კვალდაკვალ“, წელს საქართველოს ევროატლანტიკურ ინტეგრაციასა და დემოკრატიული ინსტიტუტების განვითარებას ეძღვნება. კონფერენციის მონაწილეები განიხილავენ საკითხებს, რომლებიც ამ პროცესში საქართველოს მხარდაჭერასა და დახმარებას ითვალისწინებს; ასევე იმსჯელებენ კავკასიის რეგიონის უსაფრთხოების ასპექტებზე.   

ფორუმს, რომელიც მიუნხენის მახლობლად იმართება, ესწრებიან სხვადასხვა ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრები, პოლიტოლოგები და პარლამენტის წევრები. საქართველოს პრეზიდენტთან ერთად, ელმაუში ქვეყნის უმაღლესი საკანონმდებლო ორგანოს თავმჯდომარე დავით ბაქრაძე იმყოფება.

კონფერენცია არაფორმალურ ხასიათს ატარებს და უკვე მეოთხედ იმართება. 




ბმულის ელ-ფოსტაზე გადაგზავნა
ელფოსტა*
დამცავი კოდი* Verification Code
 
2013 (11)
2012 (12)
2011 (12)
2010 (12)
2009 (12)
2008 (12)
2007 (12)
2006 (12)
2005 (11)