Google+

რელიზები

15.03.2012
საქართველოს პრეზიდენტმა სამთავრობო ცვლილებებთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა

მიხეილ სააკაშვილმა მთავრობაში განხორციელებულ საკადრო ცვლილებებთან დაკავშირებით, დღეს კომენტარი გააკეთა და შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის ახალი კანდიდატურა წარადგინა. მიხეილ სააკაშვილის თქმით, ანდრია ურუშაძეს ამ თანამდებობაზე ზურაბ ჭიაბერაშვილი შეცვლის.

ქვეყნის პირველმა პირმა მინისტრობის ახალ კანდიტატს წარმატებები უსურვა და აღნიშნა რომ ანდრია ურუშაძე მუშაობას თბილისის მერიაში, ვიცე მერის თანამდებობაზე განაგრძობს. მისი თქმით, ეს გადაწყვეტილება იმითაც არის განპირობებული, რომ დედაქალაქშიც აუცილებელი და მნიშვნელოვანია სოციალური სფეროს გაძლიერება და ახალი  საავადმყოფოების პროგრამის განხორციელება. პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ჯანდაცვის სფეროში ანდრია ურუშაძემ საკმაოდ წარმატებული რეფორმები განახორციელა და მიაჩნია, რომ მისი კურსი ახალმა მინისტრმაც უნდა გააგრძელოს. მიხეილ სააკაშვილმა ასევე აღნიშნა, რომ ზურაბ ჭიაბერაშვილის მთავარი ამოცანა ჯანდაცვის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა და სამედიცინო სექტორის განვითარება იქნება.

 „იმას გარდა, რომ ზურაბი ადრე თბილისის მერი იყო, საქართველოს წარმატებული ელჩიც გახლდათ სტრასბურგში. მან მონაწილეობა მიიღო მოლაპარაკების ძალიან რთულ პროცესში, როდესაც საქმე მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში რუსეთის გაწევრიანებას შეეხებოდა. ვფიქრობ, დაკისრებულ მოვალეობას იგი კარგად გაართმევს თავს, რადგან ძალიან წარმატებული მენეჯერი და კარგი ორგანიზატორია“, - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.



ბმულის ელ-ფოსტაზე გადაგზავნა
ელფოსტა*
დამცავი კოდი* Verification Code
 
2013 (11)
2012 (12)
2011 (12)
2010 (12)
2009 (12)
2008 (12)
2007 (12)
2006 (12)
2005 (11)