რელიზები
15.03.2012
საქართველოს პრეზიდენტმა ყირგიზეთის სამთავრობო დელეგაცია მიიღო
საქართველოს პრეზიდენტმა დღეს ყირგიზეთის რესპუბლიკის ვიცე პრემიერის გულნარა ასიმბეკოვას ხელმძღვანელობით, სამთავრობო დელეგაცია მიიღო. შეხვედრის მთვარი თემა საქართველოში განხორციელებული რეფორმები და მათი შედეგები იყო. ვიცეპრემიერის განცხადებით, მათთვის მნიშვნელოვანია იმ გამოცდილების გაზიარება, რომელიც საქართველომ ბოლო წლებში რეფორმებისა და ცვლილებების განხორციელების შედეგად დააგროვა. ყირგიზეთის დელეგაციის განსაკუთრებული ინტერესი კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის მეთოდებმა, განათლების, ჯანდაცვის, სოციალურ და მომსახურების სფეროებში მიღწეულმა შედეგებმა გამოიწვია. საუბრისას, მხარეებმა კიდევ ერთხელ გამოხატეს ორმხრივი ურთიერთობისა და თანამშრომლობის გაღრმავების სურვილი და აღნიშნეს, რომ ამ მიმართულებით მუშაობა აქტიურად გაგრძელდება.
ყირგიზეთის სამთავრობო დელეგაციის შემადგენლობაში ჯანდაცვის, განათლების, სოცუზრუნველყოფის, ახალგაზრდობის შრომისა და დასაქმების მინისტრები არიან.
ყირგიზეთის დელეგაციის წევრები რუსთავსა და ბათუმსაც ესტუმრნენ, სადაც სერვისცენტრებთან ერთად განხორციელებულ ინფრასტრუქტურულ პროექტებსაც გაეცნენ. ყირგიზეთის მთავრობის წარმომადგენლები საქართველოში სამდღიანი ვიზიტით იმყოფებიან.