Google+

რელიზები

13.02.2012
მიხეილ სააკაშვილმა ახალციხის მე-5 საჯარო სკოლაში „მომავლის კლასი“ გახსნა

საქართველოს პრეზიდენტმა „მომავლის კლასი“ ახალციხის მე-5 საჯარო სკოლაში  გახსნა. იგი კომპიუტერულ ლაბორატორიაში ე.წ. ჭკვიანი დაფისა  (smart board) და სენსორული მონიტორების გამოყენებით, ახალ პროექტსაც გაეცნო. მიხეილ სააკაშვილი გაკვეთილის მიმდინარეობას დაესწრო და მოსწავლეებსაც გაესაუბრა. პრეზიდენტმა სკოლის მიმდებარე ტერიტორიაზე ახალი კორპუსის მშენებლობის პროცესიც დაათვალიერა, რომლის აშენების პირობა, ახალციხელ მოსწავლეებს მან წინა სტუმრობისას მისცა.

„რაც არ უნდა გაჭირვებული ოჯახიდან იყოს ბავშვი, როდესაც ასეთ სკოლაში წავა, სახლში სულ სხვა განწყობით დაბრუნდება. ამასთან, ვფიქრობ, მნიშვნელოვანია  საავადმყოფოების კეთილმოწყობაც და მიმაჩნია, რომ ეს პროექტები ერთმანეთთან მჭიდრო კავშირშია. ადამიანი, რომელიც ასეთ საავადმყოფოში მკურნალობს და ასეთ სკოლაში სწავლობს, განსხვავებული ფსიქოლოგიით ბრუნდება სახლში და იგი აღარასდროს შეეგუება სიღარიბეში ცხოვრებას. განათლების სწორედ ასეთი სისტემა და ასეთი საკლასო ოთახებია სიღარიბის  დაძლევის ყველაზე სწორი გზა“, - განაცხადა პრეზიდენტმა, რომლის თქმითაც, გაუმჯებესებული  სკოლების წყალობით, შეიქმნა თაობა, რომლებსაც ასეთ სკოლებში სიარული და სწავლა უხარიათ.

საკლასო ოთახში დამონტაჟებული ულტრათანამედროვე ტექნიკა მასწავლებლებს ინტეგრირებული გაკვეთილების ჩატარების საშუალებას აძლევს, ხოლო სპეციალური მონიტორები სასწავლო პროცესში მოსწავლეების მაქსიმალურ ჩართულობას უზრუნველყოფს.  

ახალციხეში „მომავლის კლასი“ კომპანია „ალგორითმის“ მიერ არის მოწყობილი და აღჭურვილი. მსგავსი საკლასო ოთახები საქართველოს რამდენიმე საჯარო სკოლაში უკვე წარმატებით ფუნქციონირებს. 2012 წლის განმავლობაში ულტრათანამედროვე  კლას-კაბინეტები ყველა დიდ ქალაქში ეტაპობრივად გაიხსნება და იგი ყველა მოსწავლისთვის ხელმისაწვდომი იქნება.   



ბმულის ელ-ფოსტაზე გადაგზავნა
ელფოსტა*
დამცავი კოდი* Verification Code
 
2013 (11)
2012 (12)
2011 (12)
2010 (12)
2009 (12)
2008 (12)
2007 (12)
2006 (12)
2005 (11)