Google+

რელიზები

25.01.2012
საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის განცხადება

 

საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია რუსეთის პრეზიდენტის გუშინდელ განცხადებას გამოეხმაურა, რომელიც საქართველოსთან დიპლომატიური ურთიერთობის აღდგენას შეეხებოდა. ამ საკითხთან დაკავშირებით, საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის პოზიცია ჟურნალისტებს მანანა მანჯგალაძემ გააცნო და აღნიშნა, რომ რუსეთის განცხადებაში გაურკვეველია, თუ რას ნიშნავს მათთვის საქართველოში.

„გაურკვეველია, რა არის მათთვის საქართველო -  სახელმწიფო საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში, თუ ქვეყანა მათ მიერ ოკუპირებული ტერიტორების გარეშე.

უნდა ითქვას, რომ რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობა მხოლოდ მაშინ  აღდგება, როდესაც სოხუმსა და  ცხინვალში უკანონოდ გახსნილი, ე.წ საელჩოები დაიხურება.  რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობის გაწყვეტა ახირება არ არის,  ეს ნაბიჯი იქიდან გამომდინარე გადაიდგა, რომ სწორედ რუსეთი შემოიჭრა საქართველოს ტერიტორიაზე და დღემდე საქართველოს ტერიტორიის 20 პროცენტი  - აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი აქვს ოკუპირებული. აქვე მინდა დავამატო, რომ მათთვის პრობლემას წარმოადგენს არა კონკრეტული პიროვნებები, არა მიხეილ სააკაშვილი, არამედ საქართველოს მოსახლეობა. საქმე შეეხება ჩვენი ქვეყნის 5 მილიონ მოქალაქეს  და, განსაკუთრებით, იმ ათასობით დევნილს, რომლებიც ამ მდგომარეობაში სწორედ  რუსეთის გამო იმყოფება“, - განაცხადა მანანა მანჯგალაძემ.




ბმულის ელ-ფოსტაზე გადაგზავნა
ელფოსტა*
დამცავი კოდი* Verification Code
 
2013 (11)
2012 (12)
2011 (12)
2010 (12)
2009 (12)
2008 (12)
2007 (12)
2006 (12)
2005 (11)