რელიზები
25.01.2012
საქართველოს პრეზიდენტი ამერიკის შეერთებულ შტატებში გაემგზავრა
მიხეილ სააკაშვილი ბარაკ ობამას პირადი მიწვევით ამერიკის შეერთებულ შტატებში უკვე გაემგზავრა. საქართველოსა და ამერიკის პრეზიდენტებს შორის ოფიციალური შეხვედრა თეთრი სახლის ოვალურ ოთახში 30 იანვარს გაიმართება.
მანამდე კი, მიხეილ სააკაშვილი მონაწილეობას მიიღებს სამიტის Basecamp მუშაობაში, სადაც საქართველოს პრეზიდენტი საგანგებოდ მიიწვიეს. კონფერენციას, რომელიც კალიფორნიაში 27-30 იანვარს გაიმართება მსოფლიოს უდიდესი ინვესტორები და ბიზნესლიდერები ესწრებიან. ფორუმის მონაწილეებს საქართველოს პრეზიდენტი სიტყვითაც მიმართავს. გამოსვლის თემაა „ტირანიის ნგრევა და დემოკრატიის შენება: საქართველოში ვარდების რევოლუციისგან ნასწავლი გაკვეთილები“.