Google+

რელიზები

16.01.2012
საქართველოს პრეზიდენტი სვანეთს ესტუმრა

საქართველოს პრეზიდენტი სვანეთს ესტუმრა. მიხეილ სააკაშვილი ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელების პროცესს გაეცნო და მიმდინარე სამუშაოები დაათვალიერა. ქვეყნის პირველმა პირმა მომღერალ ნიაზ დიასამიძესთან ერთად თამარ მეფის 4-მეტრიანი ბრინჯაოს ქანდაკება მოინახულა, რომელიც ძველ ქართულ სტილში, ძველი ესკიზების მიხედვითაა შესრულებული და მესტიაში, დაახლოებით, ერთი თვის წინათ აღიმართა. ძეგლის ავტორები ვაჟა მელიქიშვილი და შოთა ბოსტანაშვილი არიან.   

მიხეილ სააკაშვილი მესტიის მთავარ მოედანსაც ეწვია, სადაც კაფე-რესტორნებთან ერთად, მალე „პიაცა“ მოეწყობა - მოედანს სამი სასტუმრო შეკრავს, რომელთა მშენებლობის დასრულების შემდეგ, აქ ერთდროულად 80-მდე სტუმრის მიღება იქნება შესაძლებელი. ქვეყნის პირველი პირი ასევე მუზეუმის მშენებლობის მიმდინარეობას გაეცნო და საუკუნოვანი ესქპონატების ამჟამინდელი მდგომარეობით დაინტერესდა. მიხეილ სააკაშვილი მშენებლებსაც გაესაუბრა და მათ მადლობა გადაუხადა იმისთვის, რომ მუშაობას უამინდობის პირობებშიც არ წყვეტენ. როგორც მათ პრეზიდენტს განუცხადეს, სამშენებლო სამუშაოები ივლისში დასრულდება.

მიხეილ სააკაშვილმა ჰაწვალის ახალი, 2,5-კილომეტრიანი სათხილამურო ტრასაც მოინახულა. ტრასაზე დამონატაჟებულია განათების 25 ბოძი, რაც იმის საშუალებას იძლევა, რომ მსურველებმა დღე-ღამის ნებისმიერ მონაკვეთში ისრიალონ. ღამის ტრასა მიხეილ სააკაშვილმა ნიაზ დიასამიძესთან და მოთხილამურეებთან ერთად გამოსცადა. პრეზიდენტმა ყურადღება სათხილამურო ტრასის განათებაზე გაამახვილა და აღნიშნა, რომ ჰაწვალში სრულფასოვანი ოლიმპიური სტანდარტების შესაბამისი ტრასა გაკეთდა. მისი თქმით, ასეთი განათებული ტრასები ევროპაშიც იშვიათია. 



ბმულის ელ-ფოსტაზე გადაგზავნა
ელფოსტა*
დამცავი კოდი* Verification Code
 
2013 (11)
2012 (12)
2011 (12)
2010 (12)
2009 (12)
2008 (12)
2007 (12)
2006 (12)
2005 (11)