რელიზები
20.12.2011
საქართველოს პრეზიდენტმა ებრაელ ხალხს ხანუქას დღესასწაული მიულოცა.
დღეს ებრაელი ხალხი ხანუქას ბრწყინვალე დღესასწაულს აღნიშნავს. დღესასწაულს, რომელიც რწმენის სიმტკიცის და ტრადიციების განახლების სიმბოლოა. მინდა მივულოცო მთელ ებრაელ ხალხს, ქართველ ებრაელებს ეს დღე, რომელიც კიდევ ერთხელ შეგვახსენებს თითოეულ ჩვენგანს, თუ რაოდენ დიდი ძალა აქვს რწმენისათვის შეუდრეკელ ბრძოლას. მინდა გისურვოთ, რომ ამ მტკიცე რწმენას მხოლოდ წარმატებები, მშვიდობა და კეთილდღეობა მოეტანოს თქვენთვის, თქვენი ოჯახებისთვის და ჩვენი სამშობლოსთვის.
პატივისცემით,
მიხეილ სააკაშვილი
საქართველოს პრეზიდენტი
20 დეკემბერი, 2011 წელი