Google+

რელიზები

23.11.2011
საქართველოს პრეზიდენტმა განახლებული აღმაშენებლის გამზირი გახსნა

დღეს, მიხეილ სააკაშვილმა განახლებული აღმაშენებლის გამზირი საზეიმო ვითარებაში გახსნა, რომელსაც რეაბილიტაციის შედეგად, ისტორიული სახე დაუბრუნდა. ქვეყნის პირველმა პირმა  ერთ-ერთ ყველაზე ლამაზ და კოლორიტულ უბანში შეკრებილ მოსახლეობას გიორგობის ბრწყინვალე დღესასწაული მიულოცა და სიტყვით მიმართა. როგორც მიხეილ სააკაშვილმა აღნიშნა, საქართველოში ერთ ეპოქაში 5 წლის განმავლობაში იმდენი არ აშენებულა, რამდენიც ამ ბოლო წლების განმავლობაში გაკეთდა.

„ვიდრე აქ მოვიდოდით, თბილისის ახალი უბნის მშენებლობა გავხსენით. ჩვენ ჯერ ძველ თბილისს ვუბოძეთ ახალი სიცოცხლე, რაც ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ძველი თბილისი განახლდა და ისეთი იერ-სახე შეიძინა, როგორიც არასოდეს ჰქონია. არნახულად გაკეთდა ძირითადი პროსპექტები, გზები და ინფრასტრუქტურა... საბოლოოდ, ეს იქნება მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე ლამაზი, ყველაზე კომფორტული, საცხოვრებლად ყველაზე მოსახერხებელი და საამაყო ქალაქი“, - აღნიშნა მიხეილ სააკაშვილმა.

გამოსვლისას, პრეზიდენტი ვარდების რევოლუციის შედეგებსაც შეეხო. მისი თქმით, მაშინ ხალხს მომავლის იმედი გადაწურული ჰქონდა, მაგრამ საქართველოს ისტორიაში დადგა პერიოდი, როდესაც საზოგადოებამ ერთიანი ძალებით დაიწყო ბრძოლა უსამართლობის წინააღმდეგ. მიხეილ სააკაშვილმა აგვისტოს ომის მძიმე პერიოდიც გაიხსენა და აღნიშნა, რომ  საზოგადოების კონსოლიდაციის გარეშე, ვერც ფსიქოლოგიურ ზემოქმედებას გავუძლებდით და ვერც ქვეყნის გადარჩენას შევძლებდით. პრეზიდენტს მიაჩნია, რომ ერის სიმტკიცე ყველაზე კარგად რთულ ვითარებაში ვლინდება და ის, რომ ამდენი გაჭირვების მიუხედავად, ქვეყანამ დაძლია უშუქობა, უგზოობა, ეკონომიკური ემბარგოსა და აგვისტოს ომის შედეგები, არ დათმო თავისუფლება და შეინარჩუნა დემოკრატია, ქართველი ერის სიბრძნისა და ერთიანობის დამსახურებაა.  როგორც მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა, საქართველომ გადალახა წარსულის შედეგები და კურსი მხოლოდ მომავლისკენ აქვს აღებული.  



ბმულის ელ-ფოსტაზე გადაგზავნა
ელფოსტა*
დამცავი კოდი* Verification Code
 
2013 (11)
2012 (12)
2011 (12)
2010 (12)
2009 (12)
2008 (12)
2007 (12)
2006 (12)
2005 (11)