Google+

რელიზები

19.11.2011
საქართველოს პრეზიდენტმა აშშ-ის საზღვაო ძალების მდივანი მიიღო

საქართველოს პრეზიდენტი დღეს აშშ-ის საზღვაო ძალების მდივანს რეი მაბუსს შეხვდა. მხარეებმა ორმხრივი თანამშრომლობისა და უსაფრთხოების საკითხები განიხილეს. როგორც მიხეილ სააკაშვილმა აღნიშნა ქართველ ჯარისკაცებს ამერიკის შეერთებული შტატების სამხედრო ძალების ელიტური ქვედანაყოფები წვრთნიან, რაც, მისი თქმით, შედეგს ათწლეულების შემდეგაც მოგვცემს.  

„ჩვენი ჯარისკაცები დიდ გამოცდილებას იღებენ. ამ წვრთვნებს გრძელვადიანი შედეგი ექნება და დიდი წვლილი შეაქვს საქართველოს სამხედრო სკოლის ჩამოყალიბებასა და განვითარებაში. ამას გარდა, წვრთნების პროცესი არსებითად ცვლის ეროვნულ მენტალიტეტს“, - აღნიშნა მიხეილ სააკაშვილმა.

რეი მაბუს განცხადებით, ამერიკის შეერთებული შტატების ელიტური სამხედრო დანაყოფის წევრები მუდმივ მონიტორინგს აწარმოებენ და მნიშვნელოვან რჩევებს აძლევენ ქართველ ჯარისკაცებს.

მდივანი მაბუსი საზღვაო ძალების დეპარტამენტის საქმეებს განაგებს. იგი ახორციელებს საზღვაო ძალების დეპარტამენტში შემავალი ორი უწყების, საზღვაო ძალებისა და საზღვაო ქვეითთა კორპუსის პოლიტიკასა და პროგრამებს.

 აშშ-ის საზღვაო ძალების მდივანი საქართველოში ორდღიანი ვიზიტით იმყოფებოდა. ვიზიტის ფარგლებში,  რეი მაბუსი საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრ ვანო მერაბიშვილსა და თავდაცვის სამინისტროს მაღალჩინოსნებს შეხვდა.



ბმულის ელ-ფოსტაზე გადაგზავნა
ელფოსტა*
დამცავი კოდი* Verification Code
 
2013 (11)
2012 (12)
2011 (12)
2010 (12)
2009 (12)
2008 (12)
2007 (12)
2006 (12)
2005 (11)