Google+

რელიზები

18.10.2011
საქართველოს პრეზიდენტმა რამაზ ჩხიკვაძის ოჯახს მიუსამძიმრა

მიხეილ სააკაშვილმა ნიჭიერი ქართველი მსახიობის, რამაზ ჩხიკვაძის გარდაცვალების გამო ღრმა მწუხარება გამოთქვა. პრეზიდენტმა ოჯახსა და  მის ახლობლებს მსახიობის გარდაცვალებით გამოწვეული ტკივილისა და მწუხარების გამო მიუსამძიმრა :

„დიდ მწუხარებას გამოვთქვამ გენიალური ქართველი მსახიობის, შემოქმედის რამაზ ჩხიკვაძის გარდაცვალების გამო.

ბატონი რამაზი ქართული კინოსა და თეატრის გამორჩეული, დიდი ვარსკვლავი და მთელი ეპოქის შემქმნელი იყო. მისი განუმეორებელი ნიჭით, თვითმყოფადობით აღბეჭდილი კულტურული მემკვიდრეობა, რომელზეც თაობები აღიზარდა, მუდამ დარჩება მაყურებლის მეხსიერებაში.

თანაგრძნობას ვუცხადებ რამაზ ჩხიკვაძის ოჯახსა და ახლობლებს და სრულიად საქართველოსთან ერთად ვიზიარებ მისი გარდაცვალებით გამოწვეულ ტკივილსა და მწუხარებას“ - აღნიშნულია პრეზიდენტის სამძიმრის წერილში.




ბმულის ელ-ფოსტაზე გადაგზავნა
ელფოსტა*
დამცავი კოდი* Verification Code
 
2013 (11)
2012 (12)
2011 (12)
2010 (12)
2009 (12)
2008 (12)
2007 (12)
2006 (12)
2005 (11)