რელიზები
19.09.2011
მონაკოს პრინცმა საქართველოს პრეზიდენტთან ერთად რთველში მიიღო მონაწილეობა
საქართველოს პრეზიდენტი და მონაკოს პრინცი დღეს ყვარელში ჩავიდნენ. მიხეილ სააკაშვილმა პრინცი ალბერი რთველში მიიწვია, ყურძნის კრეფისა და ღვინის წარმოების ტექნოლოგია აუხსნა და მასთან ერთად ღვინოც დაწურა.
„მას შემდეგ, რაც 1801 წელს საქართველოში მონარქია გააუქმეს, თქვენ პირველი მონარქი ბრძანდებით, ვინც ამ ადგილს სტუმრობს. ეს განსაკუთრებული ადგილია", - აღნიშნა მიხეილ სააკაშვილმა.