Google+

რელიზები

18.09.2011
მიხეილ სააკაშვილმა მონაკოს პრინცს მესტიისა და ბათუმის ღირსშესანიშნაობები დაათვალიერებინა

საქართველოს დღეს მონაკოს პრინცი ესტუმრა, რომელიც ჩამოსვლისთანავე ქვეყნის პრეზიდენტთან ერთად სვანეთში გაემგზავრა. მიხეილ სააკაშვილმა პრინც ალბერ მეორეს მესტიაში იუნესკოს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლები დაათვალიერებინა. მეგზურობას მას საქართველოს პრეზიდენტი პირადად უწევდა. მესტიის აეროპორტიდან მიხეილ სააკაშვილი საჭეს თავად მიუჯდა და მონარქის მემკვიდრე მესტიის უძველეს უბანში ლანჩვალში გაასეირნა, სადაც ყველაზე ახალი ძეგლი 12 საუკუნეს განეკუთვნება. ამჟამად, იქ სარეკონსტრუქციო სამუშაოები მიმდინარეობს, რომელთა შედეგად, უბანს პირვანდელი იერსახე დაუბრუნდება. ლანჩვანში მათ მე-4 საუკუნეში აშენებული სახლიც მოინახულეს, სადაც ტრადიციული სვანურიკერძებიდააგემოვნეს და გოგონათა ანსამბლ „ლაგუშედას" შესრულებით, სვანური სიმღერებიც მოისმინეს. ქვეყნის პირველმა პირმა სტუმარი ჰაწვალის მთაზეც აიყვანა, საიდანაც მესტიისა და უშბის ულამაზესი ხედები იშლება. მონაკოს პრინცი ალბერ მეორე ლაღამსაც ესტუმრა და სოფელში არსებული უძველესი სალოცავიც მოინახულა.

მესტიიდან საქართველოს პრეზიდენტი და ალბერ მეორე ბათუმში ჩავიდნენ, სადაც ხელოვნების ახლადგახსნილ ცენტრში სპექტაკლს „ქეთო და კოტე" დაესწრნენ. მოგვიანებით, მიხეილ სააკაშვილმა მონაკოს პრინცს განახლებული ბათუმიც დაათვალიერებინა.
 
 
 
 



ბმულის ელ-ფოსტაზე გადაგზავნა
ელფოსტა*
დამცავი კოდი* Verification Code
 
2013 (11)
2012 (12)
2011 (12)
2010 (12)
2009 (12)
2008 (12)
2007 (12)
2006 (12)
2005 (11)