Google+

რელიზები

16.09.2011
მიხეილ სააკაშვილმა ვატიკანის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ღირსების ორდენით დააჯილდოვა     

მიხეილ სააკაშვილმა პრეზიდენტის სასახლეში საქართველოში წმინდა საყდრის საგანგებო და სრულუფლებიანი დესპანი, დიპლომატიური კორპუსის დუაენი, მონსინიორ კლაუდიო გუჯეროტი მიიღო, რომელიც მოღვაწეობას ბელარუსში გააგრძელებს. რომის პაპის ნუნციუსს პრეზიდენტმა წარმატებული მოღვაწეობისთვის მადლობა გადაუხადა და შემწყნარებლობის, ტოლერანტობის, ერთა შორის მეგობრობის განმტკიცების საქმეში შეტანილი წვლილისთვის, კლაუდიო გუჯეროტი ღირსების ორდენით დააჯილდოვა. 

თავის მხრივ, მისიონერმა მადლიერება გამოხატა საქართველოს პრეზიდენტის მიმართ და  აღნიშნა, რომ ამ ქვეყანაში მუშაობის 10-წლიან პერიოდში უდიდესი გამოცდილება შეიძინა.

„ეს ძალიან დიდი გამოცდილება იყო ჩემთვის - თბილი, ლამაზი, მეგობრული დამოკიდებულების არაჩვეულებრივი გამოცდილება. დიპლომატიის თვალსაზრისით, ვფიქრობ, ამ პერიოდში მნიშვნელოვანი ცვლილებები განხორციელდა და იყო ამ ცვლილებების მონაწილე - დიდი პრივილეგიაა. ასევე დიდი პრივილეგიაა იმ ადამიანების დახმარება, რომლებიც ომისა და ტრაგიკული ვითარების გამო დაზარალდნენ. უდიდესი გამოცდილებაა ისიც, რომ შეგიძლია ამ ხალხთან მიხვიდე და კათოლიკური ეკლესიის თანადგომა უჩვენო, მათ იმედი მისცე და აგრძნობინო, რომ ისინი ამ პრობლემებთან მარტო არ არიან. მსურს, მადლობა გადავუხადო საქართველოს პრეზიდენტს რელიგიური უმცირესობების შესახებ კანონისთვის. ასევე მადლიერი ვარ ღირსების ორდენის მონიჭებისთვის, რაც დიდი პატივია ჩემთვის. ეს ძალზე მგრძნობიარე თემაა. 

საქართველოს ბრწყინვალე მომავალს ვუსურვებ. ქართველებს კი ვუსურვებ, არასდროს არ დაკარგონ ღიმილი, რადგან თუ ქართველები ღიმილს დაკარგავენ, მსოფლიოც მოიწყენს", - აღნიშნა კლაუდიო გუჯეროტიმ პრეზიდენტთან შეხვედრის შემდეგ.

კლაუდიო გუჯეროტი საქართველოში ვატიკანის  საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი 2002 წლის თებერვლიდან იყო. 

 




ბმულის ელ-ფოსტაზე გადაგზავნა
ელფოსტა*
დამცავი კოდი* Verification Code
 
2013 (11)
2012 (12)
2011 (12)
2010 (12)
2009 (12)
2008 (12)
2007 (12)
2006 (12)
2005 (11)