რელიზები
09.08.2011
საქართველოს პრეზიდენტი ანაკლიის პატრიოტთა ბანაკს ესტუმრა
საქართველოს პრეზიდენტი დღეს ანაკლიის პატრიოტთა ბანაკში მყოფ სხვადასხვა ეროვნების ახალგაზრდებს ესტუმრა, რომელთა შორის რამდენიმე ქვეყნიდან, მათ შორის ბელარუსიდან ჩამოსული მოზარდებიც არიან. მიხეილ სააკაშვილმა ახალგაზრდებს მიმართა და მათ 4 წლის ბიჭუნა წარუდგინა, რომელიც გეოგრაფიით არის გატაცებული - პატარა ვატომ მსოფლიოს ყველა ქვეყნის დედაქალაქის სახელწოდება იცის. პრეზიდენტმა საუბრისას აღნიშნა, რომ საქართველოში ასეთი ბავშვები იზრდებიან და არენა სწორედ მათ თაობას უნდა დაეთმოს.
საქართველოს პირველმა პირმა გამოსვლისას ისიც გაიხსენა, თუ რა მდგომარეობაში იყო ანაკლია რუსეთ-საქართველოს ომის შემდეგ და ყურადღება ამჟამად მიმდინარე მშენებლობებზე გაამახვილა, რომლებიც მოზარდებთან შეხვედრამდე პირადად დაათვალიერა.
შეხვედრის შემდეგ, მიხეილ სააკაშვილმა ბანაკის სტუმრებთან ერთად სკუტერითაც გაისეირნა.